მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ასტროფიზიკური და საინჟინრო არაერთგვაროვანი დინებების ტურბულენტობის სპეციფიკა და გამოვლენები“ წარსდგა აკადემიკოსი გიორგი ჩაგელიშვილი. მომხსენებელმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩაგელიშვილმა აღნიშნა, რომ ასტროფიზიკური ობიექტების უმრავლესობის აქტივობის განმაპირობებელი ფაქტორი არაერთგვაროვანი (წანაცვლებითი) დინებაა. ამდენად, არაერთგვაროვანი სიჩქარის მქონე დინებებში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესები მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ სამყაროს მრავალფეროვნებას. ბუნებრივი […]
გაგრძელებაეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა
- ნოემბერი 6, 2023
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,რაკურსის“ და სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების ასოციაციის თაოსნობით, პირველად საქართველოს სამეცნიერო კინოს ისტორიაში, ჩატარდა ,,სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოსადმი“ მიძღვნილი კონფერენცია – ,,მეცნიერება, კულტურა, საზოგადოება; სამეცნიერო-პოპულარული კინემატოგრაფი გუშინ, დღეს, ხვალ; პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკადემიის წევრები, სამეცნიერო და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლები, […]
გაგრძელება