Daily Archives: ნოემბერი 3, 2023

აკადემიკოსი ვახტანგ მოსიძე – 95

  • ნოემბერი 3, 2023

2023 წლის 1 ნოემბერს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი ნეიროფიზიოლოგის, აკადემიკოს ვახტანგ (ვათა) მოსიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, მისასალმებელი სიტყვა ასევე წარმოსთქვა მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის მოხსენებაში პროფესორმა მანანა გუგუშვილმა. […]

გაგრძელება

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი – 90

  • ნოემბერი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. თავისი საქმიანობის 90 წლის მანძილზე (1933-2023) ინსტიტუტმა დიდი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ჩაატარა მთიანი მხარეების, და კერძოდ, საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიების კომპლექსური გეოგრაფიული შესწავლის თვალსაზრისით. საიუბილეო-სამეცნიერო კონფერენციას – „გეოგრაფია – წარსული, აწმყო, მომავლის […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმთან არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გია ქაჯაიას წიგნი – „ეკოლოგია: ჩვენი დროის პრობლემები“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორის კახა გორგაძის მოხსენება თემაზე – „რადონით დასხივება და ფილტვის კიბო“. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. წიგნში აღწერილია ბიოსფეროს უარყოფითი ცვლილება ბოლო საუკუნის […]

გაგრძელება