მიმდინარე წლის 29 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით – „ახალი მონაცემები თორიუმის, ურანისა და ანთიმონიუმის მადანგამოვლინებების შესახებ საქართველოში“ გამოვიდა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ ოქროსცვარიძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კვლევა განხორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-18-8122 პროექტის “თორიუმი მომავლის ენერგია და მისი მადანგამოვლინებების […]
გაგრძელება