Yearly Archives: 2024

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 21, 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხდა წარდგინება  წიგნისა ,,საქართველო და ჩინეთი თანამედროვე გლობალურ სამყაროში’’ ავტორი  – სინოლოგი, დიპლომატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ კალანდია. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებზე, XXI საუკუნეში სარტყლისა და გზის გლობალური ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომლის საფუძველზეც, ტრანს-კასპიური […]

გაგრძელება

განცხადება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად

  • ნოემბერი 13, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია „საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და აკადემიის წესდების მე-10 თავის საფუძველზე, აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სპეცია­ლობებში: მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება – 1 ვაკანსია სპეციალობა –  მათემატიკა) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – გეოფიზიკა) საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფი­ლება […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 13, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციისამებრ, 2024 წლის 11 ნოემბერს,  მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო სხდომაზე დარგში წარჩინებულ მეცნიერებს აკადემიის საპატიო სიგელები გადაეცათ. სპეციალურად ამ დღისთვის კი  გაზეთის ერთჯერადი ნომერი გამოიცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. „მეცნიერების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს კოლეგას. დღეს შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ქართველი მეცნიერები, […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 11, 2024

2001 წლიდან ყოველ 10 ნოემბერს, UNESCO-ს ეგიდით, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. 2023 წლის აგვისტოში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 2024-2033 წლები გამოაცხადა მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ყველა მეცნიერს ამ დღეს და უსურვებს ნაყოფიერ მოღვაწეობას.

გაგრძელება

განცხადება

  • ოქტომბერი 30, 2024

სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებით  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აგრძელებს საბუთების მიღების ვადას 31 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.

გაგრძელება

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ საჯარო ლექცია ჩაატარა

  • ოქტომბერი 28, 2024

2024 წლის 18 ოქტომბერს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი და მისი ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები“. აკადემიკოს ვლადიმერ პაპავამ, როგორც პროფესიით ეკონომისტმა და საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე და მისი განვითარების თანამედროვე მოდელებზე, პარალელი გაავლო ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან და შედარებითი […]

გაგრძელება

აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი – 125

  • ოქტომბერი 24, 2024

მიმდინარე წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის კორიფეს და ერთ-ერთ ფუძემდებელს შალვა ამირანაშვილს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. შალვა ამირანაშვილი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 23, 2024

2024 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მთის კომისიის სხდომა. სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ განვლილ პერიოდში (2024 წ.) შესრულებული სამუშაოების ანგარიში. ანგარიში ძირითადად მთის მოსახლეობის პრობლემებს ეხებოდა. მოხსენებები წარმოადგინეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების  მინისტრის მოადგილემ  მზია გიორგობიანმა და ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დიდიძემ. დამსწრე საზოგადოებამ […]

გაგრძელება

ქეთევან ნემსაძე

  • ოქტომბერი 23, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი, ქართული პედიატრიის წამყვანი მეცნიერი,  აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნემსაძე. ქ. ნემსაძე დაიბადა 1949 წელს ქ. ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავ­რების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ექიმ ორდინატორად, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. […]

გაგრძელება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად

  • ოქტომბერი 22, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩე­ნილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – მათემატიკისა და მექანიკის დარგში  (5000 ლარი) მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია – გეოფიზიკის დარგში (3000 ლარი) კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია – სამშენებლო მექანიკის დარგში (3000 ლარი) გიორგი ციციშვილის სახელობის პრემია – ქიმიის დარგში (3000 ლარი) პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია – ბიოქიმიის დარგში (3000 ლარი) გრიგოლ […]

გაგრძელება