Monthly Archives: თებერვალი 2024

ქართველი მეცნიერის საერთაშორისო აღიარება

  • თებერვალი 29, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში, განსაკუთრებით, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის არჩეულ იქნა საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად (https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116). ვლადიმერ პაპავა შეყვანილია აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა განყოფილებაში. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა იმავდროულად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა […]

გაგრძელება

საჯარო ლექცია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ

  • თებერვალი 28, 2024

2024 წლის 27 თებერვალს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საჯარო ლექცია სახელწოდებით “ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება: რისი ცოდნა გვმართებს”, რომელსაც უძღვებოდა ბიოუსაფრთხოების ექსპერტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა ბაქანიძე. აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, განიხილეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკები, რომლის განსაზღვრა და შეფასება წარმოადგენს ქბრბ შემთხვევების პრევენციის მთავარ ქვაკუთხედს. „კორონავირუსის […]

გაგრძელება

ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • თებერვალი 27, 2024

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წწ. ,,მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, დამუშავებულ იქნა  პროექტი ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – წარსდგა აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი. ამ თემის განხილვა განსაკუთრებით აქტუალურია ყველასათვის ცნობილი შოვის […]

გაგრძელება

ანონსი – საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • თებერვალი 22, 2024

2024 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ქუთაისი, თამარ მეფის №59) ჩატარდება საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“. დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

ინტერვიუ გამოჩენილ ქალბატონ მეცნიერებთან

  • თებერვალი 21, 2024

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ 2015 წლის 22 დეკემბერს „გაეროს“ გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. საქართველოს მართლაც არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი ჰყავს, რომლებმაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელეს.  მათი ფასდაუდებელი შრომა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილი ჩვენი ხელისუფლების მიერ სათანადოდ არის დაფასებული. ჯერ კიდევ 1921 წლიდან სათავეს იღებს ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა საქართველოს ქალთა საბჭო […]

გაგრძელება

შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების (BSEC) მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების პირველი შეხვედრა

  • თებერვალი 20, 2024

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში, 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს PABSEC-ის თავჯდომარის მოადგილემ, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფატიხ დონეზმა, გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ მერვე საფა კავაკჩიმ და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, […]

გაგრძელება

საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • თებერვალი 19, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს (კავკასიის) მოსახლეობის გენოფონდის  შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „სამხრეთ კავკასიური ენების წარმოშობის დრო და ადგილი: კვლევა ძველი ადამიანის საზოგადოებების, ეკოსისტემების და ადამიანის მოსახლეობის გენეტიკის შესახებ“, წარსდგა ალექსანდრე გავაშელიშვილი. მოხსენება ეხებოდა  საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ენათმეცნიერებისა და გენეტიკის მულტიდისციპლინური, კომპლექსური შესწავლის საინტერესო თემებს. ამ თემაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა დიდძალი ლიტერატურული […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 12, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის – პეტრე ბერაიას მოხსენება თემაზე: ,,საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი გარდამავალ და დამოუკიდებლობის პერიოდში” (წიგნის პრეზენტაცია). სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, […]

გაგრძელება

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

  • თებერვალი 11, 2024

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო  რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. ამ დღესთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სხვადასხვა […]

გაგრძელება

ყაზახეთის ელჩის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • თებერვალი 11, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს როინ მეტრეველთან  შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფელებიან ელჩთან მალიკ მურზალინთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ახმეტელი და მეცნიერებათა დოქტორი ივანე მენთეშაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა მალიკმა ვრცლად ისაუბრა თავისი ქვეყნის კულტურასა და […]

გაგრძელება