Daily Archives: თებერვალი 11, 2024

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

  • თებერვალი 11, 2024

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. 2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო  რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ადამიანებს მოუწოდებს მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. ამ დღესთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სხვადასხვა […]

გაგრძელება

ყაზახეთის ელჩის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • თებერვალი 11, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს როინ მეტრეველთან  შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფელებიან ელჩთან მალიკ მურზალინთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ახმეტელი და მეცნიერებათა დოქტორი ივანე მენთეშაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა მალიკმა ვრცლად ისაუბრა თავისი ქვეყნის კულტურასა და […]

გაგრძელება

აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

  • თებერვალი 11, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია  „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია  შესავალი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა. შემდეგ სიტყვა დაეთმო აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა ნანა ხაზარაძის ღვაწლი და მოღვაწეობა, როგორც აკადემიაში, ისე ტექნიკურ […]

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის საერთაშორისო თანამშრომლობა

  • თებერვალი 11, 2024

2024 წლის 8-26 იანვარს აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი  მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა  ვარმია და მაზურის ოლშტინის (პოლონეთი) უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან. მეცნიერული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 60 საათი სალექციო კურსის ჩატარებას შემდეგი მიმართულებით – ,,ინოვაციური მეცნიერება სამოქალაქო და გარემოს დაცვის მშენებლობაში“ და ,,გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიული საერთაშორისო მიმართულებები“, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობა კი ითვალისწინებდა […]

გაგრძელება