Monthly Archives: ივნისი 2024

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 27, 2024

2024 წლის 25 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც მოხსენებით:    „სასოფლო სამეურნეო ცოდნის და ინოვაციების სისტემა“ (AKIS ) წარდგა აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მიდგომებში. AKIS ხელს […]

გაგრძელება

განცხადება

  • ივნისი 27, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართველი მეცნიერები ულოცავენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებას! ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება არის თითოეული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის, სამრწვთნელო შტაბის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართველ გულშემატკივართა და მთელი ქვეყნის დამსახურება. გვჯერა, რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ დიდი გამარჯვებები ელის ჩვენი ქვეყნის გასახარად. წინ, […]

გაგრძელება

ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივა

  • ივნისი 25, 2024

ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივაზე და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ივნისი 25, 2024

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მიწვევით აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო და სამუზეუმო სფეროში სამინისტროს 2021-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ქალბატონ თეას მასპინძლობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და აკადემიის წევრები. სხდომაზე დასწრებამდე ქალბატონმა თეამ საგანგებოდ დაათვალიერა აკადემიის სამომავლო საგამოფენო დარბაზის სივრცე, […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 25, 2024

2024 წლის 19 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც მოხსენებით:   ,,ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს  ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში’’,  წარდგა ბატონი ლევან ხეცურიანი – ‘’ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი. ,,ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა სვეტებისა და კლასტერების მიხედვით დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსები. კერძოდ, […]

გაგრძელება

რა ელის კაცობრიობას ბირთვული კონფლიქტის შედეგად?

  • ივნისი 23, 2024

შესაძლებელია თუ არა ტერორისტების მიერ “ბინძური ბირთვული ჭურვის” დამზადება? რა დამანგრეველი ეფექტი აქვს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს? აღსადგენია თუ არა მცხეთის რეაქტორი?  ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „დიდი სივრცე“ საუბრობს აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე. გადაცემად სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 20, 2024

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 20, 2024

2024 წლის 17 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის დოქტორ მერაბ ბოლქვაძის  მოხსენება: ,,საქალაქო ტრანსპორტის პრობლემები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში’’. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტი, […]

გაგრძელება

თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 17, 2024

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი პედაგოგისა და სწავლულის – თედო ჟორდანიას დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: გონელი არახამია და ქეთევან პავლიაშვილი. […]

გაგრძელება

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა

  • ივნისი 17, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა.

გაგრძელება