Monthly Archives: ივლისი 2024

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 28, 2024

2024 წლის 26 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ქიმიის აკადემიური დოქტორის,  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელის ელიზავეტა ცხაკაიას  მოხსენება  – ,,წყლის გასუფთავება ფარმაცევტული ნარჩენებისაგან ცელულოზაშემცველი მეორადი ნედლეულიდან (თხილისა და კაკლის ნაჭუჭები, ვაშლატამას კურკები […]

გაგრძელება

ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 26, 2024

2024 წლის 24 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების  სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ ქალაქ ოლშტინის (პოლონეთი) ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეო–ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორები – ჯოანა პავლოვიჩი და ალდონა სკოტნიცკა–შეპშაკი. პროფესორმა ჯოანა პავლოვიჩმა წარმოადგინა ისტორიულ–კულტურული ძეგლებისა და დაძველებული ნაგებობის, ასევე დაბალდაწნევიანი კაშხლების დეფორმაციების პროგნოზი თანამედროვე 3–D ლაზერული სკანერისა და  დრონის ფოტოგრაფირების საშუალებით. […]

გაგრძელება

აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი აკადემიაში

  • ივლისი 26, 2024

მიმდინარე წლის 25 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელსაც სტუმრად ეწვია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი ისა ჰაბიბეილი. აკადემიაში ვიზიტამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ბატონმა ისა ჰაბიბეილმა თბილისში, აბანოთუბანში არსებული ჰეიდარ ალიევის ძეგლი  ყვავილებით შეამკეს. რაც შეეხება აკადემიაში ჩატარებულ […]

გაგრძელება

გაეროს განვითარების პროგრამის გლობალური მენეჯერის მადლობის წერილი სოლომონ პავლიაშვილს

  • ივლისი 25, 2024

ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) გაეროს განვითარების პროგრამის გლობალურმა მენეჯერმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს,  სოლომონ პავლიაშვილს ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) პროცესის წინსვლისთვის, მუდმივი მხარდაჭერისა და რეგიონული დიალოგის მასპინძლობისთვის პერსონალური მადლობის წერილი დამადასტურებელ სერთიფიკატთან ერთად გამოუგზავნა. ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 21, 2024

2024 წლის 12 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის  სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის პაატა კერვალიშვილის მოხსენება: ,,ნანოსისტემების მიღების ლაზერულ-პლაზმური მეთოდი და მისი გამოყენების ზოგიერთი მიმართულება’’. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებას სხვადასხვა მასალის წარმოებისთვის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, როდესაც საბჭოთა, ამერიკელმა, […]

გაგრძელება

კანადის გარემოს დაცვის მინისტრი და WWF International-ის პრეზიდენტი აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მადლობას უხდიან

  • ივლისი 19, 2024

კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრი სტივენ გილბო და WWF International-ის პრეზიდენტი დოქტორ ადილ ნაჯამი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სოლომონ პავლიაშვილს მადლობას უხდიან. მადლობა სოლომონ პავლიაშვილმა 2024 წლის 21 აპრილს, ქ.ოტავაში, კანადის მთავრობისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით გამართულ მინისტერიალში მონაწილეობის გამო დაიმსახურა. ინფორმაცია […]

გაგრძელება

მონოგრაფიის „ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება“ წარდგენა

  • ივლისი 16, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, 2024 წლის 15 ივლისს, აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის — „ჯავახეთის ონომასტიკური მასალის კვლევა და დოკუმენტირება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)“ წარდგენა. დამსწრე საზოგადოებას, პრეზიდიუმის წევრებს და აკადემიკოსებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – აკადემიის პრეზიდენტმა, […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • ივლისი 12, 2024

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთო კრება, რომელზეც განსახილველად გამოტანილი იყო სამი საკითხი. პირველი საკითხი შეეხებოდა აკადემიის გასული – 2023 წლის ანგარიშის წარდგენას. საკითხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და სამეცნიერო-საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა გონელი არახამიამ წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილ კრებულში ასახულია აკადემიისა და მისი წევრების სამეცნიერო და სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობა, წიგნში შეტანილია ასევე  […]

გაგრძელება

საქართველოს დაბადება

  • ივლისი 7, 2024

გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ საუბრობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. გადაცემა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მორიგი წარმატება

  • ივლისი 5, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის მიწვევით,  ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის 2024 წლის 10-დან 20 ივნისის ჩათვლით საჯარო ლექციები და სამეცნიერო სემინარები  ჩაატარა ჩინეთის სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში: ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი უჰანი); აღმოსავლეთ ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტში (ქალაქი შანხაი) და ჟეჯიანგის ნორმალის […]

გაგრძელება