Daily Archives: ივნისი 11, 2024

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი მონოგრაფიის გამოცემა

  • ივნისი 11, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოიცა ნაშრომი „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში“, რაც სიახლეს წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში  კრიმინოლოგიური საკითხების შესწავლასა და განხილვაში. ავტორმა ქართულ და ინგლისურ ენაზე მკითხველის წინაშე წარმოადგინა 21-ე საუკუნის გლობალური საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების სისტემების განვითარების მდგომარეობა და პრობლემები, საგზაო-სატრანსპორტო სისტემებში დანაშაულის და სამართალდარღვევათა მდგომარეობა, მისი ხელშემწყობი პირობები და […]

გაგრძელება

აკადემიკოს დავით მუსხელიშვილს წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია მიენიჭა

  • ივნისი 11, 2024

ვარშავის უნივერსიტეტის ჩარტორისკების სასახლეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელმა კომისიამ 2024 წლის ლაურეატები დაასახელა. პრემია ქართველ და პოლონელ მეცნიერებს მიენიჭათ. კერძოდ, პრემია მიენიჭა დავით მუსხელიშვილს – ისტორიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს. დაჯილდოვდა თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში, კერძოდ, ისტორიული გეოგრაფიის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; პიოტრ მ.ა. ცივინსკის – ისტორიკოსს, მედიევისტს, საზოგადო […]

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ახალი მონოგრაფია

  • ივნისი 11, 2024

,,მეცნიერების” გრიფით გამომცემლობა ,,უნივერსალმა” ფერადი ილუსტრაციებით გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის გივი გავარდაშვილის მე -19 მონოგრაფია – ,,ჰიდრომელიორაცია და ჰიდროკვანძების უსფრთხოება “. წიგნის ფორმატია B5, 546 გვ. მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრომელიორაციის ძირითადი ასპექტები, რომელიც მოიცავს ირიგაციის, დრენაჟის, ეროზიისა და ჰიდროკვანძების უსაფრთხოების საკით­ხებს. ნაშრომში საქართველოს 9 რეგიონისა და 69 მუნიციპალიტეტი­სათვის შეფასებულია კლიმატის ცვლილება და გაანგარიშებულია მელიორაციის […]

გაგრძელება