Monthly Archives: აპრილი 2024

პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადების 110 წლის იუბილე

  • აპრილი 29, 2024

გამოჩენილ აფხაზ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის  პრემიების ლაურეატს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი […]

გაგრძელება

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ასაფ გაჯიევის ვიზიტი

  • აპრილი 22, 2024

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში, მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო PABSEC-ის გენერალურმა მდივანმა ასაფ გაჯიევმა და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების და შავი ზღვის უნივერსიტეტების  ქსელის დელეგაციებმა. შეხვედრაში […]

გაგრძელება

თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავსადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

  • აპრილი 22, 2024

მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დოვლეტმირატ სეიტმამედოვის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დელეგაციას მასპინძლობდა. აკადემიას ასევე ესტუმრა სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული   თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიისა და არქეოლოგიის დირექტორი  და ამ […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • აპრილი 21, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ერონულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის (კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული; სწავლული მდივანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი) სხდომა თემაზე: „საქართველოს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული პრობლემები“. სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის წევრები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის თემურ შენგელია, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ჭელიძე (მთავარი მომხსენებლები). სხდომაზე იმსჯელეს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის […]

გაგრძელება

პოლონეთის ახალი ისტორიისა და ცენტრალური სამხედრო არქივის დოკუმენტები საქართველოსა და ქართველების შესახებ (1919-1939 წწ.)

  • აპრილი 17, 2024

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, 2024 წლის 15 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ევროპისა და ამერიკის არქივ-საცავებში დაცული საქართველოს ისტორიის და კულტურის ისტორიის მასალების სამეცნიერო შესწავლის მიმართულების სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • აპრილი 15, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის  მორიგ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ზვიად გამსახურდიას დაბადების 85 წლისთავისადმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაციისადმი მიძღვნილი საკითხები. მომხსენებლები გახლდნენ: პოლიტოლოგი, პუბლიცისტი გიორგი გიგაური და მწერალი ჯემალ დავლიანიძე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ, კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის პოლიტიკურ-სამართლებრივი მემკვიდრეობა, რომელიც ქართველმა მეცნიერმა, ფილოლოგმა, მწერალმა, […]

გაგრძელება

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის ორგანიზებაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ერთვება!

  • აპრილი 15, 2024

2024 წლის 11 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს 2026 წელს ჩასატარებელ იმ მასშტაბური ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე, რომლებიც მიეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს. შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქრისტიანული ეკლესიის მიმართულებით მრავალი სამეცნიერო ღონისძიების […]

გაგრძელება

ჰერმან პარცინგერს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომი გადაეცა

  • აპრილი 8, 2024

საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი არქეოლოგი, ჰერმან პარცინგერი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია. აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გამოჩენილ მეცნიერს გადასცა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ჰერმან პარცინგერი 2023 წლიდან აკადემიის პრეზიდიუმის მიერ არჩეულ იქნა აკადემიის უცხოელ წევრად. შეხვედრას, რომელზეც განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. აკადემიის […]

გაგრძელება

ქართული „ბალავარიანი“ და ბერძნული „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“

  • აპრილი 5, 2024

2024 წლის 11-13 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაოშირო კონფერენცია ქართული „ბალავარიანი“ და ბერძნული „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“. პროგრამა

გაგრძელება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეხვედრა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან

  • აპრილი 2, 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია და პრეზიდიუმის წევრებთან – აკადემიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო მეცნიერების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებს და არსებულ გამოწვევებს. გიორგი ამილახვარმა მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტსა და პრეზიდიუმის წევრებს მიწვევისთვის. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო სფეროს ინსტიტუციურ […]

გაგრძელება