Monthly Archives: ნოემბერი 2025

მეცნიერების საერთაშორისო დღე

  • ნოემბერი 9, 2025

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღე, მშვიდობისა და განვითარებისთვის 2025  წელს აღინიშნება თემით: „ნდობა, ტრანსფორმაცია და ხვალინდელი დღე: მეცნიერება, რომელიც გვჭირდება 2050 წლისთვის“. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ტრადიციულად ულოცავს ყველა მეცნიერს ამ დღეს და უსურვებს ნაყოფიერ მოღვაწეობას.

გაგრძელება

ვეფხისტყაოსნის საქმისმეტყველება

  • ნოემბერი 7, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ა.წ. 31 ოქტომბერს ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ვეფხისტყაოსნის საქმისმეტყველება“ წარსდგა „რუსთაველის კომიტეტის“ ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი პარმენ მარგველაშვილი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – თანამედროვე ისტორიულ სიტუაციაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ცდილობს ღვთისა და ქვეყნის წინაშე გაცხადებული კონსტიტუციის შესაბამისად წარმართოს სახელმწიფო ცხოვრება, ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ […]

გაგრძელება

დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი აბესალომ ვეკუა -100

  • ნოემბერი 4, 2025

გამოჩენილ ქართველ პალეონტოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრს, ეროვნული მუზეუმის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, აკადემიკოს აბესალომ ვეკუას, 1 ნოემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება საიუბილეო სესია და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს ტარდება  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. დღევანდელი კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი […]

გაგრძელება

ლადო პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი – სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ახლებური ხედვა

  • ნოემბერი 1, 2025

28 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიკოს ლადო პაპავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის „სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის ახლებური ხედვა“ წარდგინება. სტატია სრულად

გაგრძელება

აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე – 95

  • ნოემბერი 1, 2025

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის და ისტორიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს სახელმწიფო და ჰუმბოლდტის პრემიების ლაურეატის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილე. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, შემდეგ სიტყვა მოხსენებისთვის გადაეცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის […]

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების კონკურსის შედეგები

  • ნოემბერი 1, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: ილია ვეკუას  სახელობის პრემია    – აკადემიკოს ალექსანდრე ხარაზიშვილს  მონოგრაფიისათვის  – „ლექციები  ნამდვილ ანალიზსა და ზომის თეორიაში“ ალბერტ თავხელიძის სახელობის პრემია – აკადემიკოს ალექსანდრე კვინიხიძეს ნაშრომისათვის – „კოვარიანტული განტოლებები ტეტრაკვარ­კებისათვის კვანტური ველების თეორიაში“  გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ადეიშვილს  მონოგრაფიისათვის […]

გაგრძელება