არქივი

  • ივლისი 13, 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით მიმოქცევაში გაშვებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. მარკის დეტალები: თემატიკა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 85 წელი ნომინალი: 7.50 ლარი ტირაჟი: 10 000 ცალი, დიზაინერი: ბაადურ ქობლიანიძე. https://www.imedi.ge/ge/video/230234/sami-akhali-erovnuli-marka

გაგრძელება

ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესახებ ორტომეულის პრეზენტაცია

  • ივლისი 13, 2026

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კლასიკური ფილოლოგის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ორტომეულის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს. პირველი წიგნის სათაური გახლავთ – „ქართულ-იტალიური ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები“, ხოლო მეორესი – „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია ბ-ნი პაატა […]

გაგრძელება

საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • ივლისი 13, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის ინიციატივით, 2026 წლის 11 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85-ე წლის იუბილეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით, აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.  

გაგრძელება

აკადემია – 85 მეცნიერებათა აკადემია წარსულს აჯამებს და მომავლის გზებს სახავს

  • ივლისი 8, 2026

მიმდინარე, 2026 წელი განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდი მოვლენებითა და ფაქტებით აღსავსე სახელოვან ისტორიაში, რადგანაც წლეულს აღინიშნება აკადემიის დაფუძნების 85-ე წლისთავი. საიუბილეო თარიღს შესაფერისი გარემო და განწყობაც სჭირდება, რასაც ასევე ვერ დავემდურებით: ჯერ ერთი, სწორედ წლეულს ფართოდ აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების 1700 წლის დიდმნიშვნელოვანი თარიღი; მეორეც, საერთაშორისო დინამიკური პროცესების ფონზე […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა UNEP-ის დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

  • ივლისი 6, 2026

აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა  კენიის რესპუბლიკის დედაქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ორგანიზებულ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის (INC) დელეგაციების ხელმძღვანელების  შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. სტატია სრულად

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ივლისი 5, 2026

  მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. ღონისძიების ფარგლებში თელავის საპატიო მოქალაქემ ირაკლი კალანდიამ წარმოადგინა თავისი წიგნი – „ლეგენდარული გულბაათ ჭავჭავაძე – ჩემი წინაპარი“ და მოხსენება – „წინანდლის ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო – ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“.  ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის […]

გაგრძელება

ეროზიულ – ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები

  • ივლისი 5, 2026

მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ბუნებრივი კატასტროფების  სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების წევრები, აკადემიკოს-მდივანი ბიძინა კორახაშვილი, ასევე სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები და ცოტნე მირცხულავას წყალთამეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები. მოხსენებით – „ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები“, გამოვიდა დიდი […]

გაგრძელება

ინტერვიუ წევრ-კორესპონდენტ ნანა ბოლაშვილთან

  • ივლისი 2, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაარსების 85 წლის იუბილეს აღნიშნავს — თარიღს, რომელიც ქართული მეცნიერების ისტორიას, მის მდიდარ ტრადიციებსა და უწყვეტ განვითარებას აერთიანებს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, პრაიმტაიმი ესაუბრა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ნანა ბოლაშვილს. ინტერვიუ იხილეთ სრულად

გაგრძელება

სასკოლო მედიცინა – თანამედროვე გამოწვევები და შესაძლო პასუხები

  • ივნისი 29, 2026

მიმდინარე წლის 18 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა თემაზე: „სასკოლო მედიცინის აქტუალური გამოწვევები“. მომხსენებლები იყვნენ: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა – „სასკოლო მედიცინა, როგორც გლობალური პრობლემა“  და მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე ლიანა სირაძე – „ სასკოლო მედიცინის განვითარების ორგანიზაციული […]

გაგრძელება

ახალგაზრდა მეცნიერთა VIII ინტერდისციპლინური კონფერენცია

  • ივნისი 29, 2026

ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო იწვევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე, 40 წლამდე მკვლევრებს (თავისუფალი მკვლევარი, ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ან პროფესორი) მონაწილეობის მისაღებად VIII ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე წლისთავს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის ცოდნის გაზიარებას, ინოვაციური იდეების გენერირებასა და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობას. კონფერენციის […]

გაგრძელება