არქივი

განცხადება

  • მარტი 12, 2021

2021 წლის 11 მარტს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აირჩია: აკადემიის ნამდვილ წევრად სოლომონ პავლიაშვილი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივნად – აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად – აკადემიკოსი  რამაზ ხეცურიანი  

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2020 წლის მუშაობის მოკლე მიმოხილვა

  • თებერვალი 26, 2021

  გასულ საანგარიშო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძრითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საანგარიშო წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2019 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 48 […]

გაგრძელება

Balzan-ის პრიზები 2021

  • თებერვალი 26, 2021

პრიზების გადაცემა მოხდება შემდეგ სფეროებში: ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევები უძველესი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და არქეოლოგია მიკრობიომა ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაში გრავიტაცია: ფიზიკური და ასტროფიზიკური ასპექტები თითოეული პრიზის ფულადი ჯილდო შეადგენს 750 000 შვეიცარულ ფრანკს. საპრიზო თანხის ნახევარი გადაეცემა გამარჯვებულს მისი ნამუშევრისათვის, ხოლო მეორე ნახევარი მოხმარდება კვლევით პროექტს, რომელიც წარმოებული იქნება გამარჯვებულის მიერ და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

  • თებერვალი 11, 2021

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საყოველთაოდ აღიარებული ლინგვისტი, მეოცე საუკუნის მსოფლიო ენათმეცნიერების თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. მეცნიერის მიერ განვლილი ცხოვრების გზა სახელოვანი ფურცელია ერისა და ქვეყნისათვის გაწეული მრავალმხრივი და მასშტაბური ღვაწლისა. აკად. თამაზ გამყრელიძეს გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და ინდოევროპეისტიკის განვითარებაში, ზოგადად, ქართული მეცნიერების […]

გაგრძელება

ეროვნული პრემიის ლაურეატები

  • იანვარი 29, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და პროფესორი გია ხატისაშვილი  დაჯილდოვდნენ საქართველოს 2020 წლის ეროვნული პრემიით და მიენიჭათ ლაურეტის წოდება ნაშრომისათვის: Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants – Basis of Phytoremediation“, Springer-Verlag Berlin Heidelberg, 2006  (დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი) საქართველოს პრეზიდენტის 2020 […]

გაგრძელება

განცხადება ახალი წევრების არჩევის შესახებ

  • იანვარი 21, 2021

2021 წლის 20 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) აირჩია: ასათიანი ვალერიან (სპეციალობა – ქართულ-საზღვარგარე­თული ლიტერატურული ურთიერთობები) კვინიხიძე ალექსანდრე (სპეციალობა – ფიზიკა)   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

გაგრძელება

წერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან

  • დეკემბერი 22, 2020

ამ დღეებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ოფიციალური წერილი მიიღო ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისგან, პროფესორ ჩუნლი ბაისგან იმის თაობაზე, რომ  იგი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და თავის ადგილს უთმობს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მრავალწლიანი სამეცნიერო ურთიერთობა აკავშირებს, ამის ნათელი დასტურია ის, რომ, ამ ბოლო წლების განმავლობაში […]

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების გამარჯვებულები

  • ნოემბერი 5, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, 2020 წელს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: პროფესორ სერგო ხარიბეგაშვილს – ანდრია რაზმაძის სახელობის  აკადე­მიური პრემია  ნაშრომისათვის  „ზოგიერთი ლოკალური და არალოკა­ლური მრავალგანზომილე­ბიანი ამოცანა ნახევრად წრფივი ჰიპერბოლური განტოლებებისა და სისტემების ერთი კლასისათვის“ .   პროფესორ მინდია უგრეხელიძეს – თინათინ წერეთლის სახელობის აკადემიური პრემია ნაშრომთა ციკლისათვის „სამართლის ფილოსო­ფიის პრობლემატიკა“.   […]

გაგრძელება

აკადემიკოსთა არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია

  • ნოემბერი 5, 2020

      საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც აკადემიკოსობის კანდიდატებად წარმოადგინეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა და  სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა:   კანდიდატის გვარი, სახელი სპეციალობა,  ვაკანსია მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება   ფიზიკა – 1 ვაკანსია ალექსანდრე თევზაძე ალექსანდრე კვინიხიძე გიორგი ლავრელაშვილი ანზორ ხელაშვილი   სოფლის […]

გაგრძელება

მიმართვა სომხეთისა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებს

  • ოქტომბერი 26, 2020

სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს რ. მარტიროსიანს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს რ. მეხტიევს   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შეშფოთებულია ორი მოძმე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებით, რასაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მატერიალური რესურსები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მჭიდრო შემოქმედებითი და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, […]

გაგრძელება