Daily Archives: აპრილი 15, 2019

აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი -100

  • აპრილი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 მარტს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და  საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ლევან გორდეზიანი. შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებსა და მოგონებებს. […]

გაგრძელება

პრეზიდიუმის სხდომა

  • აპრილი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 15 მარტს ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ხუთი საკითხი. პირველ საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია (მომხსენებლები: აკადემიის წევრ-კორ. რამაზ ხუროძე, კონსტანტინე მაღრაძე, ნატალი სიდამონიძე); მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ აკადემიაში შეიქმნა ახალი დიზაინის ვებ-გვერდი. პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ მომხსენებლის ინფორმაცია ახალი ვებ-გვერდის შექმნის შესახებ მიღებულ […]

გაგრძელება