Daily Archives: აპრილი 24, 2019

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • აპრილი 24, 2019

2019 წლის 12 აპრილს განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მოხსენება თემაზე: „სითბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“. უნივერსიტეტში დამუშავებული და დაპატენტებული ტექნოლოგიით მომუშავე საცეცხლე მოწყობილობა უზრუნველყოფს ტყიბული-შაორის საბადოს წვრილდისპერსიული მყარი სათბობის, ნარჩენი ბიომასისა და სატყეო მეურნეობის ექსპლუატაციის […]

გაგრძელება

შვედი მეცნიერის მოხსენება

  • აპრილი 24, 2019

ა.წ 19 აპრილს, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე მოხსენებით თემაზე `ტელეგრაფული ტრიგონომეტრიული სისტემა, ფურიეს ინტერპოლაცია და კლეინ-გორდონის განტოლება~ წარსდგა შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის (სტოკჰოლმი) პროფესორი ჰააკან ჰედენმალმი. მოხსენებაში გადმოცემული იყო ფურიეს ანალიზის განზოგადება, რაც გამოიხატა ტელეგრაფული ტრიგონომეტრიული სისტემის შემოღებით და ფურიეს ინტეგრალთა თეორიის საპირისპირო თეორიის აგებით. მომხსენებელმა მოიყვანა მიღებული შედეგების გამოყენებები კლეინ-გორდონის განტოლებების, რხევის […]

გაგრძელება

პოეტი-აკადემიკოსი მუხრან მაჭავარიანი -90

  • აპრილი 24, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 აპრილს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პოეტ-აკადემიკოსის მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისთავისამდი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შემდეგ საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. ჩვენმა „მრავალჭირვარამგადანახადმა“ თანამემამულემ, ღვთისა და  ერის წინაშე ვალმოხდილმა […]

გაგრძელება