Monthly Archives: მაისი 2019

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა

  • მაისი 30, 2019

საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 25 მაისის N 25/05/04 განკარგულებით გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, წლების მანძილზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით (გარდაცვალების შემდეგ).

გაგრძელება

გონიერ ქალთა სამყარო

  • მაისი 29, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ კიდევ ერთი ახალი გამოცემა-ცნობარი გამოსცა. „გონიერ ქალთა სამყარო“ – ასე ეწოდება წიგნს, რომელსაც წანამძღვრად აქვს ფრაზა – „იქ, სადაც ქალს სცემენ თაყვანს, ღმერთები ცხოვრობენ“. ქალები მეცნიერებაში, წიგნის შექმნის იდეა ეკუთვნის აკადემიკოს ნანა ხაზარაძეს, შემდგენელი: მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლია მელიქიშვილია, რედაქტორი – აკადემიკოსი როინ მეტრეველი, წიგნის გამოცემა განხორციელდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩევლის […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • მაისი 28, 2019

2019 წლის 25 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურიერთობების ფაკულტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი  ინსტიტუტთან ერთობლივად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით,  ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“, რომელიც მიეძღვნა ფრანგ […]

გაგრძელება

აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას შეხვედრა მკითხველთან

  • მაისი 28, 2019

მიმდინარე  წლის 24 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიკოს გუჩა კვარაცხელიას შემოქმედებითი საღამო – „შეხვედრა მკითხველთან“. მეცნიერებათა  აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გუჩა კვარაცხელია იკვლევს ზოგადი ენათმეცნიერების, ტექსტის ლინგვისტიკის, ქართული ენის სტრუქტურისა და პრაგმატიკის საკითხებს; მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ენათმეცნიერების თეორიასა და ისტორიაში, აგრეთვე, მათემატიკურ ლინგვისტიკასა და ენის სტატისტიკური […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 27, 2019

მიმდინარე წლის 17 მაისს მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორის კონსტანტინე ფხაკაძის მოხსენება: „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში ანუ ქართული და აფხაზური ენების სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნები და პრობლემები“. მომხსენებელმა ჯერ მიმოიხილა ცენტრის პროექტების – „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 27, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 17 მაისს გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო ეროვნული სიმბოლიკის, კერძოდ დროშის საკითხი. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიკოსები: ავთანდილ არაბული, პაატა გიორგაძე, რამაზ შენგელია, როინ მეტრეველი, ელიზბარ ჯაველიძე, პროფესორები: ომარ გოგიაშვილი, ანზორ თოთაძე, ნომადი ბართაია,  ჟურნალისტები გიორგი გიგაური და მალხაზ გულაშვილი, იურისტი ავთო აბაშიძე, პოეტი ენვერ ნიჟარაძე და […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის შესწავლის კომისიის სხდომა

  • მაისი 23, 2019

მიმდინარე წლის 15 მაისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, მიძღვნილი მთის რეგიონის დაცული ტერიტორიების მართვის პრობლემებისადმი. მოხსენება დუშეთის რაიონის დაცული ტერიტორიების შესახებ გააკეთა დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვაჟა ჭინჭარაულმა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბატონმა ავთანდილ მიქაბერიძემ. სხდომამ […]

გაგრძელება

მხატვარ რეზო ადამიას წიგნის წარდგინება

  • მაისი 21, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 16 მაისს მოეწყო მხატვარ რეზო-ემელიანე ადამიას წიგნი-რომანის „მზე“ წარდგინება. ავტორი თავის რომანს უძღვნის პლანეტის ერთა მარადიულობას. რომანში ერთმანეთს ცვლის უაღრესად შთამბეჭდავი პასაჟები და მხატვრული სახეები. რეზო ადამია შესანიშნავი მხატვარია და მის მრავალფეროვან შემოქმედებაში არის რაღაც კოსმიური, ამიტომაც სრულიად კანონზომიერია, რომ მისი რომანი „მზე“ საოცარი ოსტატობით, ხატოვნად წარმოგვიდგენს სიცოცხლისა და […]

გაგრძელება

თამაზ ბუაჩიძის წიგნის წარდგინება

  • მაისი 21, 2019

მიმდინარე წლის 15 მაისს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთობლივი გამოცემის პროფესორ თამაზ ბუაჩიძის წიგნის – „ ფილოსოფიური არქივი“ ტომი I  წარდგინება. წინამდებარე გამოცემით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი იწყებს სახელმწიფო და კერძო არქივებში დაცული, დღემდე გამოუქვეყნებელი იმ სამეცნიერო შრომების პუბლიკაციას, რომლის ავტორებიც ქართველი ფილოსოფოსები და […]

გაგრძელება

მოსწავლეთა დაჯილდოება

  • მაისი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციად იქცა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. მიმდინარე წლის 11 მაისს აკადემიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტურის გამარჯვებულები ესტუმრნენ თავიანთ პედაგოგებთან ერთად. შეხვედრა გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცათ ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს. ამის შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. კონფერენციის გამარჯვებულებს საჩუქრად […]

გაგრძელება