Monthly Archives: ივნისი 2019

შეხვედრა გერმანელ ქართველოლოგთან იოსტ გიპერტთან

  • ივნისი 27, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ივნისს შედგა შეხვედრა ცნობილ გერმანელ ქართველოლოგთან და აკადემიის უცხოელ წევრთან იოსტ გიპერტთან, ასევე მოეწყო მისთვის უცხოელი წევრის დიპლომის გადაცემა. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცა აკადემიკოს მზექალა შანიძეს, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა იოსტ გიპერტის შემოქმედებითი და მეცნიერული გზა. იოსტ გიპერტი გახლავთ მაინის ფრანკფურტის გოეთეს […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 26, 2019

8 ივლისს, 16:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნება ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებს. დღის წესრიგი: 1. გლომერულონეფრიტების მართვა. ნინო მაღლაკელიძე, კორპორაცია ევექსის, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნეფროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 2. ჰემო- და პერიტონეული დიალიზის მართვის პრობლემები. ლელა ბეგლარაშვილი. ალ. […]

გაგრძელება

ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება

  • ივნისი 21, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მოქმედი მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ჩარჩოებში, აკადემიას მიმდინარე წლის 21 ივნისს ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტის (TTPP) მიზნების წარსადგენად და წამყვან  ქართველ მეცნიერთა ინოვაციურ მიღწევებთან გასაცნობად ეწვია მსოფლიო ბანკის დელეგაცია ინოვაციური პოლიტიკის მრჩეველის პიტერ ლინდჰოლმის ხელმძღვანელობით. ახალი […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ახალი წევრები ჰყავს

  • ივნისი 17, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 17 ივნისს ჩატარდა საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; შემდეგ სიტყვა დაეთმო აკად. წევრ-კორესპონდენტს რამაზ ხუროძეს, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის უცხოელი წევრების არჩევის საკითხი. საერთო კრებაზე ერთხმად აირჩა აკადემიის სამი უცხოელი წევრი: პროფესორი ისმედ დინდარ-მიქელაძე (ინვაზიური კარდიოლოგიის დარგში), პროფესორი გიორგი თავართქილაძე (აუდიოლოგიის დარგში) და გერმანელი ქართველოლოგი, […]

გაგრძელება

აკადემიაშორისი პარტნიორობის (IAP) ანგარიში

  • ივნისი 14, 2019

აკადემიაშორისი პარტნიორობის (IAP) მიერ ა. წ. მაისში გამოქვეყნებული ანგარიში: „გლობალური პოლიტიკის დამუშავებაში სამეცნიერო შენატანის სრულყოფა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით“.

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 14, 2019

2019 წლის 14 ივნისს ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების სხდომაზე, განხილულ იქნა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თავჯდომარის ასმათ ლალი მესხის მოხსენება: „ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშების კონსერვაცია: დაცვა, გამრავლება და მდგრადი გამოყენება“. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ხორბალი ჩვენი ეროვნული საგანძურია;  აღიარებულია, რომ საქართველოს ტერიტორია რბილი ხორბლის წარმოშობის და დომესტიკაციის  ერთ-ერთი […]

გაგრძელება

წიგნის -„ გიორგი მელიქიშვილი – 100“ – წარდგინება

  • ივნისი 13, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 13 ივნისს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით მოეწყო წიგნის – „გიორგი მელიქიშვილი – 100“ წარდგინება. წიგნის გამომცემლები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. წიგნი იხსნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსების, ნანა ხაზარაძის და როინ მეტრეველის შესავალი წერილით, რომელშიც გამოჩენილი ქართველი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივნისი 13, 2019

2019 წლის 11 ივნისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „წყალი ეროვნული სიმდიდრე, როგორც საქართველოს კონკურენტიანი უპირატესობის გარანტი და სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეალური ფაქტორი“ გამოვიდა  საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რევაზ გოგოხია.  სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ივნისი 12, 2019

მიმდინარე წლის 12 ივნისს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს ილიას სახ. უნივერსიტეტის პროფესორის, გეოლ.-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორის არჩილ მაღალაშვილის მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა მიტოვებულ სამთო გამონამუშევრებთან დაკავშირებული დაბინძურების ეკოლოგიური რისკების შეფასებას. კვლევა ჩატარდა აშშ-ს დემოკრატიული კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებდა აშშ-ს საელჩო საქართველოში. კვლევა მოიცავდა აჭარის მადნიანი რაიონის მერისის […]

გაგრძელება

მერაბ ბერძენიშვილი – 90

  • ივნისი 11, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 ივნისს, გაიმართა თანამედროვეობის უდიდესი  მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს კულტურის ფონდი. საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, შემდეგ სიტყვა გადაეცა ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურად და ამომწურავად განიხილა […]

გაგრძელება