Monthly Archives: აპრილი 2019

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • აპრილი 24, 2019

2019 წლის 12 აპრილს განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მოხსენება თემაზე: „სითბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“. უნივერსიტეტში დამუშავებული და დაპატენტებული ტექნოლოგიით მომუშავე საცეცხლე მოწყობილობა უზრუნველყოფს ტყიბული-შაორის საბადოს წვრილდისპერსიული მყარი სათბობის, ნარჩენი ბიომასისა და სატყეო მეურნეობის ექსპლუატაციის […]

გაგრძელება

შვედი მეცნიერის მოხსენება

  • აპრილი 24, 2019

ა.წ 19 აპრილს, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე მოხსენებით თემაზე `ტელეგრაფული ტრიგონომეტრიული სისტემა, ფურიეს ინტერპოლაცია და კლეინ-გორდონის განტოლება~ წარსდგა შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის (სტოკჰოლმი) პროფესორი ჰააკან ჰედენმალმი. მოხსენებაში გადმოცემული იყო ფურიეს ანალიზის განზოგადება, რაც გამოიხატა ტელეგრაფული ტრიგონომეტრიული სისტემის შემოღებით და ფურიეს ინტეგრალთა თეორიის საპირისპირო თეორიის აგებით. მომხსენებელმა მოიყვანა მიღებული შედეგების გამოყენებები კლეინ-გორდონის განტოლებების, რხევის […]

გაგრძელება

პოეტი-აკადემიკოსი მუხრან მაჭავარიანი -90

  • აპრილი 24, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 აპრილს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პოეტ-აკადემიკოსის მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისთავისამდი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შემდეგ საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. ჩვენმა „მრავალჭირვარამგადანახადმა“ თანამემამულემ, ღვთისა და  ერის წინაშე ვალმოხდილმა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი -100

  • აპრილი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 მარტს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და  საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ლევან გორდეზიანი. შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებსა და მოგონებებს. […]

გაგრძელება

პრეზიდიუმის სხდომა

  • აპრილი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 15 მარტს ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ხუთი საკითხი. პირველ საკითხად წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია (მომხსენებლები: აკადემიის წევრ-კორ. რამაზ ხუროძე, კონსტანტინე მაღრაძე, ნატალი სიდამონიძე); მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ აკადემიაში შეიქმნა ახალი დიზაინის ვებ-გვერდი. პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ მომხსენებლის ინფორმაცია ახალი ვებ-გვერდის შექმნის შესახებ მიღებულ […]

გაგრძელება

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • აპრილი 3, 2019

2019 წლის 13 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ეკოლოგიური უსფრთხოების კომისიის სხდომაზე ჩატარდა მოხსენების – „თბოენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტების“ – პრეზენტაცია. მომხსენებელი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, არჩილ  ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ მირიანაშვილი. […]

გაგრძელება

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია

  • აპრილი 3, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 6 მარტს მოეწყო მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნის – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“  წარდგენა. მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ პირველად ხდება ჩვენს საეკლესიო ისტორიოგრაფიაში განზოგადებული გამოკვლევა თემისა – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“. მრავალი რუსი მეცნიერი, განსაკუთრებით დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ყარაჩაელი, ბალყარელი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სხვა  […]

გაგრძელება