Daily Archives: თებერვალი 1, 2021

ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი

  • თებერვალი 1, 2021

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: “ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში”. ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს […]

გაგრძელება

მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ათვისების ზონა «აბრეშუმის  გზა»

  • თებერვალი 1, 2021

ა.წ. 17 იანვარს, ჩინეთის იანტაის ტექნოლოგიური პარკიდან (მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ათვისების ზონა «აბრეშუმის  გზა») გვაცნობეს, რომ სიჩუანის პროვინციის  პინშანის რაიონში იაპონური ზღმარტლის (მუშმულას) სადემონსტრაციო ნაკვეთი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილისადმი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად გადააქციეს ამ პროვინციის ფერმერთა სადემონსტრაციო ნაკვეთად, რომლის შესასვლელში დაყენებულ ბანერზე წერია : “სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ  […]

გაგრძელება

აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

  • თებერვალი 1, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის მიერ მომზადდა და საზღვარგარეთ გამოიცა ქართულ ენაზე აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის თანაავტორები არიან  ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ალექსანდრე მეგრელიძე და ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი გივი წილოსანი. ლექსიკონში 452 გვერდზე მოცემულია აგრონომიული, საინჟინრო, აგროქიმიური, ნიადაგური და მცენარეთა დაცვის ტერმინთა განმარტებები, მათი სინონიმები. ლექსიკონის რედაქტორები არიან:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის […]

გაგრძელება