Yearly Archives: 2021

პროტონული თერაპია საქართველოში

  • დეკემბერი 30, 2021

ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად სახიფათო ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მიმართულების – პროტონული თერაპიის ზოგიერთი საკითხის განხილვას მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოსა და მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების კომისიის ერთობლივი სხდომა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საბჭოს და კომისიის წევრებმა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტებმა, მედიკოსებმა და ფიზიკოსებმა. სხდომა […]

გაგრძელება

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“

  • დეკემბერი 28, 2021

2021 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩაატარა  მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“ რომელიც მიუძღვნა ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.  კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

საერთო კრება

  • დეკემბერი 28, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის ლაურეატებისათვის დიპლომების გადაცემა; ინფორმაცია 2021 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუშაობის შესახებ (მომხსენებელი – სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი გონელი არახამია); აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2021 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში

  • დეკემბერი 26, 2021

მე-80 საიუბილეო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძირითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2020 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 46 და […]

გაგრძელება

ზურაბ ანჩაბაძე – 100

  • დეკემბერი 26, 2021

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მეცნიერების განვითარებაში. ზუსტად ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება გამოჩენილი სწავლული ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, უმაღლესი სკოლის ღვაწლმოსილი მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ანჩაბაძე, რომლის დაბადებიდან 100 წლის იუბილე სათანადოდ აღინიშნა მეცნიერებათა აკადემიაში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 24, 2021

2021 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავჯდომარის გიორგი აბრამიშვილის მოხსენება „საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალი და მისი ათვისების გამოწვევები“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც წლიდან წლამდე ზრდის დამოკიდებულებას მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე და რაც საბოლოო ჯამში, გარდა ფინანსური რისკებისა, იწვევს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის რისკებს. […]

გაგრძელება

აკადემიკოსი კონსტანტინე წერეთელი – 100

  • დეკემბერი 21, 2021

სემიტოლოგიის ქართული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. მისმა შრომებმა ფართოდ გაუთქვეს სახელი სემიტოლოგიის ქართულ სკოლას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა. სასიქადულო მეცნიერის ღირსეულმა მოწაფემ ნაყოფიერად იღვაწა. მთელი მისი მეცნიერული მემკვიდრეობა მაგალითის მიმცემია მეცნიერთა ახალი თაობისათვის. […]

გაგრძელება

განცხადება პრემიების მინიჭების შესახებ

  • დეკემბერი 15, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: 1. ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია − ავტორებს: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ჯენარო ქრისტესაშვილსა და მედიცინის დოქტორ მარიამ ჭიპაშვილს მონოგრაფიისათვის „სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“. 2. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია − ავტორთა ჯგუფს: აკადემიურ დოქტორ ბუბა კუდავას (ხელმძღვანელი), დოქტორანტ ნესტან ბაგაურს, აკადემიურ დოქტორ ნანა ბურჭულაძეს, აკადემიურ […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 6, 2021

2021 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე განხილული იქნა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის მოხსენება: „მიწის მდგრადი მართვის ასპექტები საქართველოში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ 2004 წელს განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების შედეგად გაუქმდა მიწის მართვის სახელმწიფო უწყება, რომლის ფუნქციებიდან მხოლოდ მიწასთან დაკავშირებული უფლებების რეგისტრაციისა და მიწის უფლებრივი კადასტრის ფუნქციები გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, […]

გაგრძელება

მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 2, 2021

2021 წლის 25 ნოემბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა აუდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებს საქართველოში. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, კომისიის წევრები, პროფესიული დარგობრივი ასოციაციების წევრები და დარგის ექსპერტები. პირველმა მომხსენებელმა, მედიცინის დოქტორმა თეონა დევდარიანმა, რომელიც სკოლის ექიმთა ასოციაციის გამგეობისა და ოტო-რინო-ლარინგოლოგთა ასოციაციის […]

გაგრძელება