Yearly Archives: 2022

აგრარული ლექსიკონის ახალი გამოცემა

  • მარტი 22, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მომზადდა და გამოიცა აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის 6-ენოვანი აგრარული ლექსიკონი ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე, რომელშიც მოცემულია აგრარული სექტორის ყველა დარგის ტერმინები და რომელთა გამოყენება შესაძლებელია არა მარტო როგორც სისტემატიზირებული ლექსიკონი, არამედ როგორც ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონიც. მე-7 ენაზე ლათინურად მოცემულია ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების  სახელწოდებათა ლათინური სახელები, რომლებიც განლაგებულია […]

გაგრძელება

ელენე აბაშიძე – 100

  • მარტი 22, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 18 მარტს, გაიმართა გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ელენე აბაშიძის 100 წლის იუბილე. საზეიმო სხდომა, შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ერეკლე გამყრელიძემ.  მოხსენება – „ელენე აბაშიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წარმოადგინა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით კერესელიძემ; შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებს, მოგონებებს და მისალემებებს. გამოჩენილი მეცნიერი ელენე […]

გაგრძელება

ინოვაციები კოვიდ-19-ის პათოლოგიის მკურნალობაში

  • მარტი 14, 2022

დღესდღეობით კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება მსოფლიოსათვის კოვიდ-19-თან ბრძოლა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ამ რამდენიმე დღის წინ მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ გამართული სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა. სხდომაზე მოხსენებით – „სულაჟერი – დაკვირვებები და კვლევები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“,  წარსდგა თსსუ […]

გაგრძელება

აკადემიკოსობის კანდიდატთა მოხსენებების გრაფიკი

  • მარტი 13, 2022

საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება   სპეციალობა – საქართველოს ეკონომიკა კანდიდატის გვარი, სახელი მოხსენებათა მოსმენის თარიღი მიხეილ  ჯიბუტი 14 მარტი, 1200 სთ სპეციალობა – სამართალმცოდნეობა კანდიდატის გვარი, სახელი მოხსენებათა მოსმენის თარიღი მინდია უგრეხელიძე 14 მარტი, 1230 სთ მოხსენებების მოსმენა გაიმართება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, III სართული   სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და საინჟინრო მეცნიერებათა  და ინფორმაციული […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისის სხდომა

  • თებერვალი 28, 2022

2022 წლის 18 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედმა შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელმა კომისიამ,  პლატფორმა Zoom­-ის მეშვეობით, გამართა ონლაინ სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი. სხდომაზე   ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ მესხმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ტრაპიზონელი კომნენოსები და იერუსალიმის ჯვრის მონასტერი”. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო 1344 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული ტრაპიზონელი ბერის, გერასიმეს მიერ […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

  • თებერვალი 25, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უერთდება რა მსოფლიოს მოწინავე და პროგრესული საზოგადოების პროტესტს, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას მის წინააღმდეგ. ქართველ მეცნიერებს, ისევე როგორც საქართველოს მთელ  მოსახლეობას, ყველაზე კარგად ესმის უკრაინელი ხალხის მდგომარეობა, გულწრფელად თანავუგრძნობთ უკრაინელ მეცნიერებს, მთელ მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული. აკადემია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

  • თებერვალი 22, 2022

ბოლო რამოდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კრიტიკული  მოსაზრებები. კერძოდ, საკითხი ეხება ა.წ. 22 იანვარს ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ფაჩულიას მიერ გაკეთებული მოხსენების „ქართული გეოპოლიტიკური სკოლის პარადიგმები“ შესახებ ინფორმაციას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში მოცემული დებულებები,  მათ შორის მოხმობილი ამონარიდები […]

გაგრძელება

განცხადება აკადემიკოსთა კანდიდატების შესახებ

  • თებერვალი 21, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც აკადემიკოსობის კანდიდატებად წარმოადგინეს საქართველოს მეც­ნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა და სახელმწიფო უმაღლესმა სასწავ­ლებლებმა: აკადემიკოსობის კანდიდატები სპეციალობა, ვაკანსია ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება   მოლეკულური ბიოლოგია –  1 ვაკანსია აკადემიის  წევრ-კორესპონდენტი   თენგიზ ზაალიშვილი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება   ბუნებრივ ნაერთთა ქიმია – 1 ვაკანსია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი  […]

გაგრძელება

Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის

  • თებერვალი 14, 2022

ALLEA – ს (ევროპული აკადემიების კავშირი) პატივი აქვს, წარმოგიდგინოთ Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის. წელს პრიზის ლაურეატების გამოცხადება მოხდება ALLEA-ს გენერალურ ასამბლეაზე 2022 წლის 11-12 მაისს. შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი უნიკალურია თავისი ხასიათიათ, რადგან იგი ხაზს უსვამს გამოჩენილი მეცნიერებისა და ინტელექტუალების აქტივობებს, რაც ხელს უწყობს ევროპული პროექტებისა და ზოგადად ღირებულებების განვითარებას. თავიდანვე ამ პროექტმა […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • თებერვალი 14, 2022

 თავი X საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა   საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული   აკადემიის  ნამდვილი წევრისა (აკადე­მიკოსისა) და სტიპენდიატის არჩევნები ტარდება საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოს­თა) და აკადემიის სტიპენდიატთა არჩევნები ცხადდება არსებულ ვაკანსიებზე […]

გაგრძელება