Monthly Archives: თებერვალი 2024

აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

  • თებერვალი 11, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია  „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია  შესავალი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა. შემდეგ სიტყვა დაეთმო აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა ნანა ხაზარაძის ღვაწლი და მოღვაწეობა, როგორც აკადემიაში, ისე ტექნიკურ […]

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის საერთაშორისო თანამშრომლობა

  • თებერვალი 11, 2024

2024 წლის 8-26 იანვარს აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი  მიწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა  ვარმია და მაზურის ოლშტინის (პოლონეთი) უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებთან. მეცნიერული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 60 საათი სალექციო კურსის ჩატარებას შემდეგი მიმართულებით – ,,ინოვაციური მეცნიერება სამოქალაქო და გარემოს დაცვის მშენებლობაში“ და ,,გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიული საერთაშორისო მიმართულებები“, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობა კი ითვალისწინებდა […]

გაგრძელება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 106 წლისაა

  • თებერვალი 8, 2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 8 თებერვალს, თსუ-ს 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყვავილებით შეამკეს თსუ-ს პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საფლავები. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით 1918 წლის 8 თებერვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. „ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“

  • თებერვალი 5, 2024

2024 წლის 5-6 თებერვალს, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ხორბლის კულტურა – რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ მასპინძლობს. კონფერენცია, რომელშიც 6 ქვეყნიდან (საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, თურქეთი, ბულგარეთი) 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილებას ღებულობენ საქართველოს მეცნიერებათა […]

გაგრძელება