Monthly Archives: მაისი 2024

აკადემიკოს თამაზ შილაკაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • მაისი 14, 2024

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტს, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ღირსებისა და ღირსების საერთაშორისო ორდენების მფლობელს, თამაზ შილაკაძეს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის კონკურსის შედეგები

  • მაისი 14, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:   ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეც­ნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის   „ელექტრო­მაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალ­კომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“ გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომო­ლოგიური ალგებრა“ გიორგი ნიკო­ლაძის სახელობის […]

გაგრძელება

თბილისში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

  • მაისი 13, 2024

მიმდინარე წლის 2 მაისს, ქალაქ თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის 8 ნომერში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ (ალეკო) თავხელიძის (1930-2010) მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე, აკადემიკოსები:  ვლადიმერ ციციშვილი, ალექსანდრე […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 1, 2024

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსის, ბატონ დავით მაღრაძის მოხსენება: ,,საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“. მოხსენებაში განხილული იყო ვენახების კადასტრი, როგორც საინფორმაციო ბაზა, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია მევენახეების, ვენახებისა და მეღვინეობის სუბიექტების შესახებ, […]

გაგრძელება