Monthly Archives: ნოემბერი 2024

შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან

  • ნოემბერი 28, 2024

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა ჩინელ მეცნიერებთან. აკადემიის მხრიდან  ღონისძიებას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. შეხვედრა გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს და ჩინეთს ურთიერთობის მრავალი წელი აკავშირებს. აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის პრეზიდენტობის დროს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ნოემბერი 21, 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სდომა, რომელზეც მოხდა წარდგინება  წიგნისა ,,საქართველო და ჩინეთი თანამედროვე გლობალურ სამყაროში’’ ავტორი  – სინოლოგი, დიპლომატი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი არჩილ კალანდია. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენებზე, XXI საუკუნეში სარტყლისა და გზის გლობალური ინიციატივის მნიშვნელობაზე, რომლის საფუძველზეც, ტრანს-კასპიური […]

გაგრძელება

განცხადება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად

  • ნოემბერი 13, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია „საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და აკადემიის წესდების მე-10 თავის საფუძველზე, აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სპეცია­ლობებში: მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება – 1 ვაკანსია სპეციალობა –  მათემატიკა) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაკანსია (სპეციალობა – გეოფიზიკა) საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფი­ლება […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 13, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციისამებრ, 2024 წლის 11 ნოემბერს,  მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო სხდომაზე დარგში წარჩინებულ მეცნიერებს აკადემიის საპატიო სიგელები გადაეცათ. სპეციალურად ამ დღისთვის კი  გაზეთის ერთჯერადი ნომერი გამოიცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. „მეცნიერების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს კოლეგას. დღეს შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ქართველი მეცნიერები, […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 11, 2024

2001 წლიდან ყოველ 10 ნოემბერს, UNESCO-ს ეგიდით, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე. 2023 წლის აგვისტოში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 2024-2033 წლები გამოაცხადა მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს ყველა მეცნიერს ამ დღეს და უსურვებს ნაყოფიერ მოღვაწეობას.

გაგრძელება