სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აგრძელებს საბუთების მიღების ვადას 31 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.
გაგრძელებაგანცხადება
- ოქტომბერი 30, 2024
სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აგრძელებს საბუთების მიღების ვადას 31 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით.
გაგრძელება2024 წლის 18 ოქტომბერს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი და მისი ტრანსფორმაციის ძირითადი მიმართულებები“. აკადემიკოს ვლადიმერ პაპავამ, როგორც პროფესიით ეკონომისტმა და საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე და მისი განვითარების თანამედროვე მოდელებზე, პარალელი გაავლო ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან და შედარებითი […]
გაგრძელებამიმდინარე წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის კორიფეს და ერთ-ერთ ფუძემდებელს შალვა ამირანაშვილს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. შალვა ამირანაშვილი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, […]
გაგრძელება2024 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მთის კომისიის სხდომა. სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ განვლილ პერიოდში (2024 წ.) შესრულებული სამუშაოების ანგარიში. ანგარიში ძირითადად მთის მოსახლეობის პრობლემებს ეხებოდა. მოხსენებები წარმოადგინეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ამავე სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დიდიძემ. დამსწრე საზოგადოებამ […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი, ქართული პედიატრიის წამყვანი მეცნიერი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნემსაძე. ქ. ნემსაძე დაიბადა 1949 წელს ქ. ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ექიმ ორდინატორად, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – მათემატიკისა და მექანიკის დარგში (5000 ლარი) მიხეილ ნოდიას სახელობის პრემია – გეოფიზიკის დარგში (3000 ლარი) კირიაკ ზავრიევის სახელობის პრემია – სამშენებლო მექანიკის დარგში (3000 ლარი) გიორგი ციციშვილის სახელობის პრემია – ქიმიის დარგში (3000 ლარი) პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია – ბიოქიმიის დარგში (3000 ლარი) გრიგოლ […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ლენტეხის საპატიო მოქალაქედ არჩევას და უსურვებს წარმატებებს.
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აქვეყნებს აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატების სიას სპეციალობების მიხედვით აკადემიკოსთა ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები მათემატიკისა და და ფიზიკის განყოფილება სპეციალობა, ვაკანსია აკადემიკოსობის კანდიდატები ფიზიკა – 1 ვაკანსია 1. თევზაძე ალექსანდრე – მათემატიკის აკადემიური დოქტორი 2. კერვალიშვილი პაატა – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი 3. […]
გაგრძელება15 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილის და პროფესორ ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია. მონოგრაფია, ისტორიული და ლოგიკური ანალიზის ერთიანობის დიალექტიკური მეთოდის გამოყენებით, განიხილავს რეგიონული ეკონომიკური უსაფრთხოების პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რაც შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ს. პავლიაშვილისა და ზ. გარაყანიძის მონოგრაფია ადასტურებს ჰიპოთეზას, […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინტერვიუ გადაცემაში „დიდი სივრცე“.
გაგრძელება