„პრაიმტაიმი“ ესაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების წევრ-კორესპონდენტს მიხეილ ოკუჯავას. ინტერვიუ სრულად
გაგრძელება
ინტერვიუ აკადემიის წევრ-კორესპონდენტ მიხეილ ოკუჯავასთან
- აპრილი 30, 2025
„პრაიმტაიმი“ ესაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების წევრ-კორესპონდენტს მიხეილ ოკუჯავას. ინტერვიუ სრულად
გაგრძელება2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების სხდომა თემაზე: „ბაშფლემის ტბის ფირფიტა: დღემდე უცნობი დამწერლობის აღმოჩენა საქართველოში“ მომხსენებელი გახლდათ აკადემიკოსი რამაზ შენგელია. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს დაბა დმანისის სამხრეთით, ბაშფლემის ტბის პირას, ნაპოვნი იქნა ბაზალტის ფირფიტა, რომელზედაც 7 მწკრივად 60 ნიშანი იყო […]
გაგრძელება2025 წლის 25 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულაკადემიაში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოში ბიოლოგიური ფიზიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებათა დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს მალხაზ ზაალიშვილის დაბადების 105 წლისთავს. ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2025 წლის 22 აპრილს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი (დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს, თბილისში).ზურაბ წერეთელი გახლდათ დიდი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1980), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1983), ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1997), რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1989); რუსეთის შემოქმედებითი […]
გაგრძელებაკალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. ფრესნო, კალიფორნიის შტატი, აშშ) ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი 2025 წლის 31 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მივლინების ძირითადი მიზანი იყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის” (NATO SPS) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის (NATO) […]
გაგრძელება2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი მიქაძის მოხსენება: ,,ალტერნატიული ენერგოსისტემების ათვისების პერსპექტივები მსოფლიოსა და საქართველოში’’. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები რეკომენდაციებს იძლევიან, ათვისებულ იქნას ბუნებრივი, არატრადიციული, განახლებადი რესურსები, რათა შემცირდეს ორგანული სათბობის მოხმარება. ამ მხრივ […]
გაგრძელებასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგები წარმატებით გაიარეს. ღონისძიების ფარგლებში დამხმარე სახელმძღვანელო და სერტიფიკატი 153-ზე მეტ მასწავლებელს გადაეცა. სტატია სრულად
გაგრძელებატელეკომპანია «იმედის» სტუმარია ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე.
გაგრძელება14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და […]
გაგრძელება2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ქრისტიანული კვლევების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის “ქართული იდენტობის” ფარგლებში, ჩატარდა მორიგი სხდომა, რომელზეც ვრცელი მოხსენებით – “დავით აღმაშენებლის ხანა” წარსდგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
გაგრძელება