არქივი

ანონსი

  • ივნისი 20, 2024

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა პროფესიული უნარების, პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ექსტენციის სისტემების გაძლიერების გზით. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მნიშვნელობაზე ისაუბრა […]

გაგრძელება

ანონსი

  • დეკემბერი 23, 2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, გიწვევთ საიუბილეო სხდომაზე, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ აკაკი სურგულაძის დაბადებიდან 110  წლისთავს.  საიუბილეო სხდომა გაიმართება 2023 წლის 26 დეკემბერს, სამშაბათს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  […]

გაგრძელება

10 ნოემბერი – მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 9, 2023

2001 წლიდან ყოველ 10 ნოემბერს, UNESCO-ს ეგიდით, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს ქართველ მეცნიერებს პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს.

გაგრძელება

ანონსი

  • სექტემბერი 29, 2022

2022 წლის 3-5 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით გაიმართება რიგით მესამე ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი. კონგრესი გაიხსნება 3 ოქტომბერს 10:00 საათზე მეცნიერებათა აკადემიის მე-5 სართულის დარბაზში (პროგრამა იხ. მიბმულ ფაილში). ეს სამეცნიერო ფორუმი ისევე, როგორც წინა ორი, აღნიშნული დარგების შემდგომ განვითარებას ემსახურება. აღსანიშნავია კონგრესის წარმომადგენლობითი ხასიათი. მის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 21, 2022

2022 წლის 22 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით წარსდგება საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია; თემა: „მეფე ერეკლე როგორც ევროპელი ლიდერი“. გთხოვთ მობრძანდეთ! მისამართი: რუსთაველის გამზ. 52; მე-3 სართულის სხდომათა დარბაზი.

გაგრძელება

ანონსი

  • ოქტომბერი 26, 2021

28 ოქტომბერს, 17 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზ. 52, მე-3 სართ.) გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა, რომლის თემაა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში.   მოსაწვევი

გაგრძელება

ანონსი

  • მარტი 10, 2021

პარასკევს, 12 მარტს, 19:00-ზე, შედგება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა. სხდომა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატმორმაზე. https://us02web.zoom.us/j/8905849740?pwd=NUZDS3MrRnE3YUxsTFN6Zkh3Ull0Zz09 Meeting ID: 890 584 9740 Passcode: Academy04

გაგრძელება

ანონსი

  • თებერვალი 17, 2020

ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 17:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

გაგრძელება

პროფესორ ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილე

  • სექტემბერი 4, 2019

2019 წლის 9 სექტემბერს, 10 სთ-ზე თსუ პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (#107) აუდიტორიაში მუშაობას დაიწყებს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორ ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში   […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 26, 2019

8 ივლისს, 16:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნება ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებს. დღის წესრიგი: 1. გლომერულონეფრიტების მართვა. ნინო მაღლაკელიძე, კორპორაცია ევექსის, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნეფროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 2. ჰემო- და პერიტონეული დიალიზის მართვის პრობლემები. ლელა ბეგლარაშვილი. ალ. […]

გაგრძელება