არქივი

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის ახალი გამოცემა „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“

  • ივნისი 6, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თამაზ შილაკაძის ავტორობით, გამოიცა ნაშრომი „საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა“. ტრანსპორტი  ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს, რომლის ეფექტური ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაციის აუცილებელი პირობა არის. ტრანსპორტი – ეს ის დარგია, რომელიც გადაყვანა-გადაზიდვებს აწარმოებს  მოსახლეობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლას, საქართველო ისტორიულად ევროპა-აზიის დამაკავშირებელ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორს წარმოადგენს. […]

გაგრძელება

ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის წარდგენა

  • ივნისი 4, 2025

მიმდინარე წლის 4 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული ენციკლოპედიის  მთავარი რედაქტორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ აბაშიძის მონოგრაფიის – „რუსეთის ქცევის წყაროები (1992-2021)“ წარდგენა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო შემდგომ სიტყვა დაეთმო თავად წიგნის ავტორს. აღსანიშნავია, […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ეგიდით

  • ივნისი 4, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე,  აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი საქართველოდან  და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ასოცირებული პროფესორები თამრიკო სუპატაშვილი და  კონსტანტინე ბზიავა, 2025 წლის 28 მაისი – 1 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო პროექტის BSB00091 „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • ივნისი 3, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეს სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სტატია სრულად

გაგრძელება

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ერთობლივი სხდომა

  • მაისი 28, 2025

2025 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რომელზეც მოხსენებით ,,საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაბადება“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ისტორიის აკადემიური დოქტორი პაატა სურგულაძე წარსდგა. სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება […]

გაგრძელება

განცხადება რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ

  • მაისი 28, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის ვაკანსიის დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები: ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება      სპეციალობა, ვაკანსია აკადემიკოსობის კანდიდატები მიკრობიოლოგია – 1 ვაკანსია   1.   ფრანგიშვილი დავით – ბიოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი 2.   ლომთათიძე ზაურ – ბიოლოგიის  მეცნიერებათა დოქტორი წევრ-კორესპონდენტთა  ვაკანსიების დასაკავებლად რეგისტრირებული კანდიდატები: მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება        სპეციალობა, ვაკანსია წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატები მათემატიკა   –   1 ვაკანსია […]

გაგრძელება

სამეცნიერო წიგნის – ტურიზმოლოგია – წარდგინება

  • მაისი 22, 2025

2025 წლის 20  მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს ისტორიკოსტთა ეროვნული კომიტეტის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა და ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი სხდომა, რომელზეც  ეკონომიკის დოქტორი, ტურიზმის ექსპერტი ნოდარ გრძელიშვილი წარსდგა  მონოგრაფიით ,,ტურიზმოლოგია-მეცნიერება ტურიზმის შესახებ’’ პრეზენტაციით. სხდომას უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელიც გახლავთ აღნიშნული მონოგრაფიის მთავარი […]

გაგრძელება

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ვიზიტი ჩინეთში

  • მაისი 17, 2025

მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 31 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ჩინური მხარის მიწვევით, იმყოფებოდა  ჩინეთში, ჯეძიანის პროვინციის ქალაქ ჰანჯოუში. ვიზიტის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, გიორგი კვესიტაძემ მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში და მოლაპარაკებაში მიიღო. კერძოდ, ჰანჯოუ ჯინჟანის ტერიტორიული ზონის ადმინისტრაციულ კომიტეტთან შედგა შეთანხმება, მომავალში ერთობლივი საერთაშორისო ეკოფორუმების ჩატარების თაობაზე. გიორგი კვესიტაძე […]

გაგრძელება

მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • მაისი 15, 2025

მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებისა და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ხალხმა სხვა ხალხებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშისტურ გერმანიაზე დიდი გამარჯვების საქმეში; საქართველოდან […]

გაგრძელება

კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

  • მაისი 14, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შემდეგ სპეციალობებში: აკადემიკოსთა ვაკანსიები   სპეციალობა ვაკანსია მიკრობიოლოგია 1 წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები სპეციალობა ვაკანსია მათემატიკა 1 კიბერუსაფრთხოება 1 გეოგრაფია 1 პედიატრია 1 დასავლური ცივილიზაციის ეთიკა და ესთეტიკა 1 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება