არქივი

“ცირკულარობის გზამკვლევი საქართველოსთვის 2024”

  • თებერვალი 8, 2025

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “მმართველობის რეფორმის ფონდი” ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ნაშრომი “ცირკულარობის გზამკვლევი საქართველოსთვის 2024”. ცირკულარობის გზამკვლევში წაიკითხავთ: ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის, ცირკულარული ბიზნესმოდელების, სუფთა ტექნოლოგიების, საქართველოს მიერ ცირკულარული ეკონომიკისკენ გადადგმული ნაბიჯების, არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ხედვის შესახებ ინფორმაციებს. ნაშრომის ავტორები არიან: დოქტორი დარიუშ პრასეკი; დოქტორი მედგარ ჭელიძე; აკადემიკოსი […]

გაგრძელება

აკადემიკოს ვალერი ასათიანის მოხსენება ვატიკანის ბიბლიოთეკაში

  • თებერვალი 7, 2025

2025 წლის 29 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომაზე, მოსმენილ იქნა აკადემიკოს ვალერი ასათიანის მოხსენება ვატიკანის ბიბლიოთეკაში სამეცნიერო მივლინების შესახებ. „საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების შესწავლის საკითხებს სხვადასხვა თაობის ქართველ მეცნიერთა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიეძღვნა და ეძღვნება დღესაც. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მიხეილ თამარაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ბეჟან გიორგაძის, კარლო ალონსოს, ჯუანშერ ვათეიშვილის, ილია ტაბაღუას, […]

გაგრძელება

მეცნიერების პრიორიტეტულობა: რა როლს ასრულებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ქვეყნის განვითარების პროცესში?

  • იანვარი 31, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს აკადემიის საქმიანობასა და მის მნიშვნელოვან როლზე თანამედროვე საქართველოს სამეცნიერო ცხოვრებაში. ინტერვიუ

გაგრძელება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს

  • იანვარი 4, 2025

უწმიდესო და უნეტარესო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომლის საპატიო წევრიც თქვენ ბრძანდებით, გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ცხოვრებაში ღირშესანიშნავ დღეს – თქვენი დაბადებიდან 92-ე წლისთავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოსა და მისი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე: თქვენ ჩაიბარეთ თითქმის უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრითა და ორმოციოდე სასულიერო პირით. და დღეს თქვენი ბრძნული საჭეთმპყრობელობით საქართველოში მოქმედებს ორმოცამდე ეპარქა […]

გაგრძელება

დალი გიორგაძის ეთნოგრაფიული ნაშრომის წარდგინება

  • დეკემბერი 26, 2024

მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა დალი გიორგაძის ეთნოგრაფიული ნაშრომის – „ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის ისტორიიდან“ წარდგინება. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ისტორიკოსმა ალექსანდრე დაუშვილმა. რაც შეეხება უშუალოდ ნაშრომს, იგი ემყარება ავტორის მიერ 1964-1974  და 1985-2000 წლებში განხორციელებული ექსპედიციების და ინდივიდუალური მივლინებების დროს […]

გაგრძელება

პატრიარქის აღსაყდრების 47-ე წელი

  • დეკემბერი 25, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.

გაგრძელება

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე 90 წლისაა

  • დეკემბერი 24, 2024

გამოჩენილ მეცნიერს, აკადემიკოს თამაზ ჭელიძეს დაბა­დებიდან 90 წელი შეუსრულდა. ბატონი თამაზი მეცნიერთა იმ პლეადის წარმომადგე­ნელია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერების განვითარებაში და სახელი გაუთქვა თავის ქვეყანას. თამაზ ჭელიძე დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს ქ. ქუთაისში. 1952 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს […]

გაგრძელება

მილოცვა თანამემამულეებს სამეცნიერო მიღწევებისათვის

  • დეკემბერი 24, 2024

გასული 2024 წელი ერთობ უხვი და მადლიანი აღმოჩნდა იმ აღიარებათა თვალსაზრისით, რომლებიც ერგო უცხოეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს ბატონ სამსონ შათაშვილს და ბატონ გიორგი ჯაყელს. დუბლინის ტრინიტის კოლეჯის ნატურ-ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კათედრის გამგე და ჰამილტონის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი სამსონ შათაშვილი  დაჯილდოვებულ იქნა  2025 წლის ჰეინემანის პრემიით. დენი ჰეინემანის (Dannie Heineman) პრემია დაარსებულია ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებისა და […]

გაგრძელება

აკადემიკოს ვაჟა ლორთქიფანიძის მოხსენება

  • დეკემბერი 23, 2024

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დემოგრაფიის საკითხების შესწავლის მიმართულების სამეცნიერო სხდომა, რომელზეც მოხსენებით -„თანამედროვე საქართველოს დემოგრაფიული პრობლემები“ წარდგა აკადემიკოსი ვაჟა ლორთქიფანიძე. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. როგორც მოხსენებაში აღინიშნა, – საქართველოში ამჟამად, დემოგრაფიის ირგვლივ კრიზისული სიტუაციაა. აქვე […]

გაგრძელება

აშშ-ში აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი გამოიცა

  • დეკემბერი 18, 2024

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (“From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, iUniverse, ISBN: 978-1663265777, 336 გვ.). წიგნში გაერთიანებულია ესსეები, რომლებშიც განხილული საკითხები ეკონომიკური მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებულ სქემებში ვერ ჯდება. „წიგნის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მასში ეკონომიკის არატრივიალური, სადისკუსიო საკითხებია განხილული. ნაჩვენებია, რომ თანამედროვე […]

გაგრძელება