არქივი

დავითგარეჯი – ოდითგანვე საქართველოსი იყო

  • ოქტომბერი 19, 2020

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების პრობლემა გასული საუკუნიდან მომდინარეობს. მიზეზი დავისა XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა (ამის შესახებ ქვემოთ). ამჯე­რად, ჩვენ გვინდა ისტორიულ ასპექტში წარმოვადგინოთ აქსიომური ჭეშმარიტება – გარეჯა, შესაბამისად გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დასაბამიდან საქართველოსია. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დავითის ლავრა თბილისიდან დაახლო­ებით 70 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გარეჯა არის მთა კახეთის ქედზე. მისი სიმაღლე […]

გაგრძელება

“დავით გარეჯის ლავრის” ეროვნული სიწმინდეები საფრთხეშია!

  • ოქტომბერი 19, 2020

დავით გარეჯის ლავრა, სამონასტრო კომპლექსი, VI ს. ბოლო მეოთხედში დააარსეს „სირიელმა მამებმა“, დავით გარეჯელმა და მისმა მოწაფეებმა, რომლებიც მოვიდნენ ძველი ქართლის სამეფოში მართლმადიდებლური ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 70-ოდე კმ-ის დაშორებით, გარეჯის უდაბნოში, ძველ ქართულ პროვინციაში, კუთხეში, რომელიც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის – რუსთავის საერისთავოს – შემადგენლობაში შედიოდა. ეკლესიებს გარდა, ამ შესანიშნავი ისტორიული ძეგლიდან […]

გაგრძელება

გიორგი კვესიტაძე – „თანამედროვე ეკოლოგია – გარემოს მდგომარეობა, დისბალანსის გამომწვევი მიზეზები და რემედიაციული ტექნოლოგიები“

  • ოქტომბერი 15, 2020

გამომცემლობა „მეცნიერება“-ში დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის წიგნი – მონოგრაფია: „თანამედროვე ეკოლოგია – გარემოს მდგომარეობა, დისბალანსის გამომწვევი მიზეზები და რემედიაციული ტექნოლოგიები“.  

გაგრძელება

განცხადება აკადემიკოსთა ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  • ოქტომბერი 10, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში: სპეციალობა ვაკანსია მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება ფიზიკა 1 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება აგროეკოსისტემების მდგრადობა 1 ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული  ურთიერთობები 1   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადე­მიკოსად) შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი […]

გაგრძელება

წერილი დიდი ბრიტანეთიდან

  • ოქტომბერი 4, 2020

მადლობას ვუხდი საქართველოს იმისათვის, რომ მას ჰყავს გალაქტიონი და ჰყავს ინესა მერაბიშვილი, ქალბატონი რომელმაც ასე დიდებულად და უტყუარად მოიტანა ჩემამდე ქართველი პოეტი. მარტინა ნიკოლსი  

გაგრძელება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • ოქტომბერი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია – მათემატიკის დარგში                    ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია  – გეოლოგიის დარგში თინათინ წერეთლის სახელობის პრემია  – სამართალ­მცოდნეობის დარგში პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც საქარ­თველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ […]

გაგრძელება

შეხვედრა „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებთან

  • სექტემბერი 16, 2020

2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე შეხვდა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებს. ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ წარმოადგინა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ეროვნული ენის თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტუალურია „ქართული ენის თესაურუსის (ისტორიული ლექსიკონის)“ პროექტი, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურის სალექსიკონო […]

გაგრძელება

მკვლელი ორგანიზმების ფორმირების ფსიქობიოლოგიური ანალიზი

  • სექტემბერი 16, 2020

ქართულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული სამი ათეული წლის მანძილზე, გამოიარა უაღრესად რთული, დაძაბული, სტრესებითა და ხშირ შემთხვევაში კატაკლიზმებით (სამოქალაქო ომი, სამხედრო აგრესია და სხვა) სავსე პერიოდი, რომელსაც არ შეიძლებოდა უარყოფითი კვალი არ დაეტოვებინა საზოგადოებაზე. სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს. ესენია: – ზღვარგადასული ურთიერთაგრესია საზოგადოებასა და სოციუმში – […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე

  • ივლისი 13, 2020

ქართულმა მეცნიერებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა, – გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნისვერისტეტის პროფესორი ოთარ ჯაფარიძე. ოთარ ჯაფარიძის მეცნიერული შემოქმედება მეტად მდიდარია. მისი ნაშრომები უმთარესად საქართველოსა და კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის კვლევებისადმია მიძღვნილი. სავსებით კანონზომიერია, რომ ოთარ ჯაფარიძე აღიარებულია კავკასიის ბრინჯაოს  კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ […]

გაგრძელება

2019 წლის ანგარიში

  • ივლისი 9, 2020

აკადემიის საქმიანობის 2019 წლის ანგარშში წარმოდგე­ნილია აკადემიის პრეზი­დიუმის, პრეზიდენ­ტის, სამეცნიერო განყოფი­ლებების, აკადე­მი­ის განყოფილებებსა და პრეზიდიუმ­თან არსე­ბული კომისიების, ქარ­თუ­ლი ენციკლო­პედიის ირ. აბა­შიძის სა­ხელობის მთავარი სამეცნი­ერო რედაქციის, აკად. გ. წე­რეთლის სახელობის „ვეფხის­ტყაოსნის“ აკადემიური გამოცე­მისა და ქარ­თუ­ლი ენის თესაუ­რუსის კომიტეტის, აჭარის რეგი­ონული სა­მე­ც­ნიერო ცენტრის მი­ერ გაწეული საქმიანობის შედეგები.

გაგრძელება