მადლობას ვუხდი საქართველოს იმისათვის, რომ მას ჰყავს გალაქტიონი და ჰყავს ინესა მერაბიშვილი, ქალბატონი რომელმაც ასე დიდებულად და უტყუარად მოიტანა ჩემამდე ქართველი პოეტი. მარტინა ნიკოლსი
გაგრძელება
წერილი დიდი ბრიტანეთიდან
- ოქტომბერი 4, 2020
მადლობას ვუხდი საქართველოს იმისათვის, რომ მას ჰყავს გალაქტიონი და ჰყავს ინესა მერაბიშვილი, ქალბატონი რომელმაც ასე დიდებულად და უტყუარად მოიტანა ჩემამდე ქართველი პოეტი. მარტინა ნიკოლსი
გაგრძელება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია – მათემატიკის დარგში ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის დარგში თინათინ წერეთლის სახელობის პრემია – სამართალმცოდნეობის დარგში პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ […]
გაგრძელება
2020 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე შეხვდა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის თანამშრომლებს. ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ წარმოადგინა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა. მან აღნიშნა, რომ ჩვენი ეროვნული ენის თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტუალურია „ქართული ენის თესაურუსის (ისტორიული ლექსიკონის)“ პროექტი, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურის სალექსიკონო […]
გაგრძელება
ქართულმა სახელმწიფომ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული სამი ათეული წლის მანძილზე, გამოიარა უაღრესად რთული, დაძაბული, სტრესებითა და ხშირ შემთხვევაში კატაკლიზმებით (სამოქალაქო ომი, სამხედრო აგრესია და სხვა) სავსე პერიოდი, რომელსაც არ შეიძლებოდა უარყოფითი კვალი არ დაეტოვებინა საზოგადოებაზე. სწორედ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს. ესენია: – ზღვარგადასული ურთიერთაგრესია საზოგადოებასა და სოციუმში – […]
გაგრძელება
ქართულმა მეცნიერებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა, – გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნისვერისტეტის პროფესორი ოთარ ჯაფარიძე. ოთარ ჯაფარიძის მეცნიერული შემოქმედება მეტად მდიდარია. მისი ნაშრომები უმთარესად საქართველოსა და კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის კვლევებისადმია მიძღვნილი. სავსებით კანონზომიერია, რომ ოთარ ჯაფარიძე აღიარებულია კავკასიის ბრინჯაოს კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ […]
გაგრძელება
აკადემიის საქმიანობის 2019 წლის ანგარშში წარმოდგენილია აკადემიის პრეზიდიუმის, პრეზიდენტის, სამეცნიერო განყოფილებების, აკადემიის განყოფილებებსა და პრეზიდიუმთან არსებული კომისიების, ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის, აკად. გ. წერეთლის სახელობის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტის, აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები.
გაგრძელება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ პროფესორი, ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების გამგე, პლაზმის ფიზიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი ნოდარ ცინცაძე. დიდია აკადემიკოს ნოდარ ცინცაძის დამსახურება პლაზმის ფიზიკის განვითარების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნოდარ ცინცაძემ დიდი როლი შეასრულა […]
გაგრძელება
მეცნიერებათა აკადემიაში 2020 წლის 3 ივნისს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების გამო აკადემიაში შეუძლებელი გახდა 2020 წლის 22 იანვარს გამოცხადებული აკადემიკოსების არჩევნების პროცესის გაგრძელება. 2020 წლის 13 მარტს აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით შეჩერდა აკადემიკოსების საარჩევნო პროცესი რამდენიმე თვით. ამჟამად გაუქმებულია საგანგებო […]
გაგრძელება
ა.წ. 13-18 აპრილის „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა მედიცინის დოქტორის (როგორც გაზეთი გვაუწყებს – ჟენევაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის გლობალურ ფონდში მუშაობს) გიორგი შაქარიშვილის ინტერვიუ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. არ შევეხებით ზოგადად ინტერვიუს, სადაც ე.წ. რესპონდენტი თავს იწონებს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკით „არასწორი“ ადმინისტრაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო. შემდეგ, გარკვეულ აზრს გამოთქვამს ევროპაში ვირუსის გავრცელების თაობაზე […]
გაგრძელება
ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა აკადემიკოს ი. კიღურაძის წერილი. სწორედ ახლა, როდესაც ქვეყანა ერთიანი ძალით, მთელი შემართებით ებრძვის მსოფლიოს „უხილავ მტერს“ კორონავირუსს, მეცნიერმა მოიცალა და შეეცადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის განქიქებას. მას არ მოსწონს აკადემიის საქმიანობა, არც აკადემიის შემადგენლობის ერთი ნაწილი, ხელმძღვანელობას მოიხსენიებს, როგორც მაფიას და ა. შ. შემწყრალია იმ ფაქტის გამო, რომ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობამ, […]
გაგრძელება