Monthly Archives: ოქტომბერი 2020

მიმართვა სომხეთისა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებს

  • ოქტომბერი 26, 2020

სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს რ. მარტიროსიანს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს რ. მეხტიევს   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შეშფოთებულია ორი მოძმე ქვეყნის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტის განახლებით, რასაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მატერიალური რესურსები. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მჭიდრო შემოქმედებითი და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, […]

გაგრძელება

დავითგარეჯი – ოდითგანვე საქართველოსი იყო

  • ოქტომბერი 19, 2020

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების პრობლემა გასული საუკუნიდან მომდინარეობს. მიზეზი დავისა XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა (ამის შესახებ ქვემოთ). ამჯე­რად, ჩვენ გვინდა ისტორიულ ასპექტში წარმოვადგინოთ აქსიომური ჭეშმარიტება – გარეჯა, შესაბამისად გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დასაბამიდან საქართველოსია. დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი, დავითის ლავრა თბილისიდან დაახლო­ებით 70 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. გარეჯა არის მთა კახეთის ქედზე. მისი სიმაღლე […]

გაგრძელება

“დავით გარეჯის ლავრის” ეროვნული სიწმინდეები საფრთხეშია!

  • ოქტომბერი 19, 2020

დავით გარეჯის ლავრა, სამონასტრო კომპლექსი, VI ს. ბოლო მეოთხედში დააარსეს „სირიელმა მამებმა“, დავით გარეჯელმა და მისმა მოწაფეებმა, რომლებიც მოვიდნენ ძველი ქართლის სამეფოში მართლმადიდებლური ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 70-ოდე კმ-ის დაშორებით, გარეჯის უდაბნოში, ძველ ქართულ პროვინციაში, კუთხეში, რომელიც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის – რუსთავის საერისთავოს – შემადგენლობაში შედიოდა. ეკლესიებს გარდა, ამ შესანიშნავი ისტორიული ძეგლიდან […]

გაგრძელება

სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე

  • ოქტომბერი 17, 2020

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს აკადემიაში გაიმართა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. სხდომაზე განსახილველი საკითხები გახლდათ: საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე განსახილველად ,,ტრადიციული ლუდის სიწმინდის აქტის’’ წარდგენის ორგანიზაციული ღონისძიებები; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსი, […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 17, 2020

ცენტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ზვიად კოვზირიძის მოხსენება: „ბიონანოკერამიკული სუპერპარამაგნეტიკების მიღება მაგნიტური სითხის  ჰიპერთერმიისათვის და ლოკალური კანცერთერმია კიბოს დაავადებების სამკურნალოდ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ განსახილველი მიმართულებით კვლევების ჩასატარებლად    2007 წელს შეიქმნა კლასტერი, რომელშიც შედიან კერამიკოსები, იმუნოლოგები, ფიზიკოსები,  და ონკოლოგები. 140  […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 16, 2020

2020 წლის 12 ოქტომბერს, Online რეჟიმში, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი. სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა ორი საკითხით: კომისიის მუშაობის გეგმა – მომხსენებელი კომისიის აღმასრულებელი მდივანი, აკად. დოქტ. ერეკლე ჟორდანია და ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასია“ („Caucasus Antiquus“)  გამოცემის თანამედროვე […]

გაგრძელება

გიორგი კვესიტაძე – „თანამედროვე ეკოლოგია – გარემოს მდგომარეობა, დისბალანსის გამომწვევი მიზეზები და რემედიაციული ტექნოლოგიები“

  • ოქტომბერი 15, 2020

გამომცემლობა „მეცნიერება“-ში დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის წიგნი – მონოგრაფია: „თანამედროვე ეკოლოგია – გარემოს მდგომარეობა, დისბალანსის გამომწვევი მიზეზები და რემედიაციული ტექნოლოგიები“.  

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტთან

  • ოქტომბერი 13, 2020

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის. აღიარებულია, რომ სამენციერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ორ მხარეს შორის მემორანდუმი ითვალისწინებს: თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, სამეცნიერო-დისკუსიების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებას, საქართველოს მთავრობისთვის ერთობლივი წინადადებების შემუშავებას, სამენციერო სტატიების, […]

გაგრძელება

საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა

  • ოქტომბერი 12, 2020

2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, პრეზიდიუმის სხდომაზე, აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა პრეზიდიუმის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში 2017 წელს განხორციელებული  საკონსტიტუციო რეფორმა. როგორც მან თავის მოხსნებაში აღნიშნა, 2017 წელს საქართველოში მორიგი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა. მართალია, კონსტიტუციის ნაწილობრივ გადასინჯვასთან დაკავშირებული ცვლილებები, 1999 წლიდან მოყოლებული, პერმანენტულად მიმდინარეობდა, მაგრამ საკონსიტიტუციო რეფორმა, რომელიც იწვევდა ძირითადი კანონის […]

გაგრძელება

განცხადება აკადემიკოსთა ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  • ოქტომბერი 10, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში: სპეციალობა ვაკანსია მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება ფიზიკა 1 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება აგროეკოსისტემების მდგრადობა 1 ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული  ურთიერთობები 1   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადე­მიკოსად) შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი […]

გაგრძელება