სანიმუშო დებულება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (შემდგომში – აკადემია) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომისათვის (ნაშრომთა ციკლისათვის) განსაზღვრული პერიოდულობით აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების (შემდგომში – პრემია) მოსაპოვებლად. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პრემიის მინიჭებამდე არაუგვიანეს ორი თვისა პრესაში აქვეყნებს სათანადო განცხადებას. მასალები პრემიის […]
გაგრძელებაინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- ოქტომბერი 23, 2021
2021 წლის 18 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა. განხილული იქნა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჯანდიერის მოხსენება თემაზე: „ფართო სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე მაღალი ეფექტიანობის მქონე 5G და 6G მილიმეტრული ანტენების შექმნა დიელექტრიკული სტრუქტურების გამოყენებით“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანი მობილური და უკაბელო მოწყობილობების შექმნა, […]
გაგრძელება