Monthly Archives: ოქტომბერი 2021

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ბიუსტის გახსნა

  • ოქტომბერი 29, 2021

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მეორე სართულზე, რუსთაველის კომიტეტის ფოიეში თამაზ გამყრელიძის ბიუსტის საზეიმოდ გახსნა. ბიუსტი, რომელიც შექმნილია ცნობილი მოქანდაკის, აკადემიკოს მერაბ მერაბიშვილის მიერ, ჩამოსხმულია თაბაშირში. ღონისძიება გახსნა აკადემიკოსმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა. ბატონი თამაზის უდიდესი ღვაწლის შესახებ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე მის მოქალაქეობრივ […]

გაგრძელება

აკადემიკოს თამაზ შილაკაძის წიგნი

  • ოქტომბერი 28, 2021

გამოქვეყნდა აკადემიკოს თამაზ შილაკაძის სასწავლო სახელმძღვანელო „სატრანსპორტო კომუნიკაციების არქიტექტურა“, რომელიც გამოცემულია ორ – რუსულ და ჩინურ ენებზე. აღნიშნული სახელმძღვანელო შეიცავს ბევრ საინჟინრო ტერმინოლოგიასა და საინტერესო ინფორმაციას დარგის სპეციალისტებისთვის. აღნიშნული წიგნი უკვე გამოიყენება ბელორუსის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.

გაგრძელება

ანონსი

  • ოქტომბერი 26, 2021

28 ოქტომბერს, 17 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზ. 52, მე-3 სართ.) გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ სხდომა, რომლის თემაა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში.   მოსაწვევი

გაგრძელება

მიხეილ ჯიბუტის ნაშრომი COVID-19-ის შესახებ

  • ოქტომბერი 25, 2021

ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან  არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის ნაშრომი „COVID-19-ის  პანდემიის გავლენა მუნიციპალურ ბიუჯეტებსა და შემოსავლებზე საქართველოში“ („IMPACT OF THE COVID-19 PANDEMIC ON MUNICIPAL BUDGETS AND REVENIUS IN GEORGIA”). ნაშრომი შესრულებულია საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის […]

გაგრძელება

სანიმუშო დებულება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ

  • ოქტომბერი 23, 2021

სანიმუშო დებულება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების  მინიჭების შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (შემდგომში – აკადე­მია) მეცნი­ერებისა და ტექნო­ლო­გიების დარგში თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნე­­ლობის მეცნიე­რული ნაშრომისათვის (ნაშრომთა ციკლისა­თვის) განსა­ზღვრული პერიოდუ­ლობით აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნი­ერთა სახე­ლობითი აკადემი­ური პრემიების (შემდგომში – პრემია) მოსა­პოვებლად. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პრემიის მინიჭებამდე არაუგვიანეს ორი თვისა პრესაში აქვეყნებს სათანადო განცხადებას. მასალები პრე­მიის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 23, 2021

2021 წლის 18 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა. განხილული იქნა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ ვახტანგ ჯანდიერის მოხსენება თემაზე: „ფართო სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე მაღალი ეფექტიანობის მქონე 5G და 6G მილიმეტრული ანტენების შექმნა დიელექტრიკული სტრუქტურების გამოყენებით“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალეფექტიანი მობილური და უკაბელო მოწყობილობების შექმნა, […]

გაგრძელება

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

  • ოქტომბერი 14, 2021

2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა ა(ა)იპ ,,დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომას უძღვებოდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა

  • ოქტომბერი 14, 2021

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ახლადშემქნილი – სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი და თანათავმჯდომარეები, აკადემიკოსები – ზურაბ ქევანიშვილი და დავით მიქელაძე (სწავლული მდივანი ანდრია შილაკაძე). საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და სამედიცინო დარგის ცნობილი წარმომადგენლები. ზემოთხსენებული საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქცია არის: სხვა სამედიცინო და […]

გაგრძელება

პროფესორ ზურაბ პაპასქირის მოხსენება

  • ოქტომბერი 14, 2021

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მენციერებათა აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელზეც აკადემიის წევრებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე მოხსენებით, – „საქართველო-აფხაზეთის ისტორიული წარსულის გაყალბების ზოგიერთი ტენდენციის შესახებ აფხაზ მკვლევართა უახლეს პუბლიკაციებში“, წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი. სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე; აგრეთვე […]

გაგრძელება

განცხადება გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების კონკურსის გამოცხადების შესახებ

  • ოქტომბერი 12, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია – ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია – ისტორიის, არქეოლო­გიის, წყაროთმცოდნეობისა და ხელოვნების დარგში ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია – საქართველოს მინერალური ნედლეულის, გეოლოგიისა და ტექნოლოგიის დარგში   გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ტექნიკის  დარგში გიორგი წერეთლის სახელობის პრემია – აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში რაფიელ აგლაძის სახელობის პრემია – ქიმიური ტექნოლოგიის […]

გაგრძელება