Monthly Archives: ნოემბერი 2021

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • ნოემბერი 22, 2021

2021 წლის 19 ნოემბერს, მეცნიერებათა აკადემიას ეწვიენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და პროგრამების კოორდინატორი განათლებისა და მეცნიერების დარგში ნინო (ნიკა) ყოჩიშვილი. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს, როგორც ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატი,  იგი კოორდინირებას უწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის მუშაობას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. სტუმრები […]

გაგრძელება

ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 18, 2021

2021 წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნული პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელზეც მოისმინეს აკადემიკოს ავთანდილ არაბულის მოხსენება „ქართული სახელმწიფო ენის პრობლემები“. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ; სხდომას ესწრებოდნენ, – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიის სხვა წევრები და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე […]

გაგრძელება

ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია

  • ნოემბერი 15, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის აკადემიკოსის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის  სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით,  ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენცია გაიმართა. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მდგრადი განვითარება და რესურსების მდგრადი მოხმარება, გარემოს დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატური ცვლილებების შერბილება. ცირკულარული ეკონომიკა ბუნებრივ რესურსებს […]

გაგრძელება

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 12, 2021

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა გამონაკლისი და ჩვენც ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ მოვლენას. წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 28 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით. გამოჩენილ მეცნიერებს მიესალმნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი […]

გაგრძელება

მეფე ერეკლე II-სადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • ნოემბერი 8, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ქართლ-კახეთის მეფეთ-მეფის ერეკლე II ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ნოემბერი 1, 2021

2021 წლის 28 ოქტომბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომლის თემა იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; აკადემიკოსები; კომისიის წევრები; კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში; […]

გაგრძელება