Daily Archives: მაისი 25, 2023

ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა

  • მაისი 25, 2023

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აზერბაიჯანელი დიპლომატის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ელჩის ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: აკადემიის პრეზიდენტმა,  აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე სიტყვით  გამოვიდნენ წიგნის ავტორი ჰაფიზ ფაშაევი, დიპლომატები თედო ჯაფარიძე და ზურაბ გუმბერიძე, საქართველოს ტექნიკური […]

გაგრძელება

თურქმენი პოეტის – მახტუმკული ფარგის დაბადებიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია

  • მაისი 25, 2023

მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თურქმენი პოეტის – მახტუმკული ფარგის დაბადებიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოვლეტმურატ მურატოვი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 25, 2023

მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა თემაზე „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეპისტოლეთა ფილოსოფიური ასპექტები“; მომხსენებელი გახლდათ ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ფაჩულია. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პატრიარქ ილია II-ის ეპისტოლეები გამოირჩევიან ფილოსოფიური სიღრმითა და პრობლემათა ხედვის მასშტაბურობით და  უნიკალურ მოვლენას […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 25, 2023

2023 წლის 15 მაისს ჩატარდა ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა მტკნარი და მინერალური წყლების მოპოვებისა და ბუტილირებული წყლის ექსპორტის გაზრდის საკითხებს. სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ზურაბ კაკულია, ზურაბ ვარაზაშვილი, მარინე მარდაშოვა (სტუ-ს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი), ვახტანგ გელაძე (სტუ-ს საქართველოს საწარმოთა ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი), აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი (სტუ-ს […]

გაგრძელება