საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი, ქართული პედიატრიის წამყვანი მეცნიერი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან ნემსაძე. ქ. ნემსაძე დაიბადა 1949 წელს ქ. ქუთაისში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიურ განყოფილებაში ექიმ ორდინატორად, თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად. […]
გაგრძელება
ქეთევან ნემსაძე
- ოქტომბერი 23, 2024