სიახლეები

განცხადება

  • მარტი 12, 2021

2021 წლის 11 მარტს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აირჩია: აკადემიის ნამდვილ წევრად სოლომონ პავლიაშვილი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივნად – აკადემიკოსი ვლადიმერ ციციშვილი ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად – აკადემიკოსი  რამაზ ხეცურიანი  

გაგრძელება

ანონსი

  • მარტი 10, 2021

პარასკევს, 12 მარტს, 19:00-ზე, შედგება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა. სხდომა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატმორმაზე. https://us02web.zoom.us/j/8905849740?pwd=NUZDS3MrRnE3YUxsTFN6Zkh3Ull0Zz09 Meeting ID: 890 584 9740 Passcode: Academy04

გაგრძელება

გელათის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია

  • მარტი 9, 2021

  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2021 წლის 5 მარტს, ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომაზე სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფრიად საინტერესო მოხსენება – „გელათის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია“ (მომხსენებელი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე);  მოხსენება მიეძღვნა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლესური შესწავლის კომისიის სხდომა

  • მარტი 8, 2021

2021 წლის 4 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლესური შესწავლის კომისიის მორიგი  სხდომა, რომელიც მთლიანად მიეძღვნა სვანეთის რეგიონის უახლესი პრობლემების წარმოჩენასა და ანალიზს. სხდომაზე მოხსენება – „სვანეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები“ – წარმოადგინა მთის კომისიის სწავლულმა მდივანმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მირონ ფირცხელანმა. როგორც თემის დასახელებიდან ჩანს, მომხსენებელმა წარმოადგინა ვრცელი, […]

გაგრძელება

Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის

  • მარტი 6, 2021

ALLEA – ევროპული აკადემიების კავშირი Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის   ALLEA – ს პატივი აქვს, წარმოგიდგინოთ Madam de Stael-ის პრიზი კულტურული ღირებულებებისთვის. წელს პრიზის ლაურეატების გამოცხადება მოხდება ALLEA-ს გენერალურ ასამბლეაზე 2021 წლის 5-6 მაისს გენერალურ ასამბლეაზე. შეგახსენებთ, რომ ეს პრიზი უნიკალურია თავისი ხასიათიათ, რადგან იგი ხაზს უსვამს გამოჩენილი მეცნიერებისა და ინტელექტუალების აქტივობებს, რაც […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მარტი 1, 2021

„პრუსიულ-რუსული“ განათლების სისტემა და დღევანდელი ქართული  რეალობა   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდუმთან არსებულმა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ“ პანდემიის გამო შეჩერებული სხდომები გაანახლა. 2021 წლის 25 თებერვალს პირველი სხდომა ჩატარდა თემაზე: „განათლება როგორც გლობალური პრობლემა“; (მომხსენებლები: არქიტექტორი, ტარიელ ჩიგოგიძე  და  ეკა ჩიგოგიძე). კომისიის თავმჯდომარემ ელიზბარ ჯაველიძემ  დღეს საქართველოში არსებულ პრობლემებთან ერთად, მოკლედ მიმოიხილა განათლების […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2020 წლის მუშაობის მოკლე მიმოხილვა

  • თებერვალი 26, 2021

  გასულ საანგარიშო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძრითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საანგარიშო წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2019 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 48 […]

გაგრძელება

Balzan-ის პრიზები 2021

  • თებერვალი 26, 2021

პრიზების გადაცემა მოხდება შემდეგ სფეროებში: ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევები უძველესი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და არქეოლოგია მიკრობიომა ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაში გრავიტაცია: ფიზიკური და ასტროფიზიკური ასპექტები თითოეული პრიზის ფულადი ჯილდო შეადგენს 750 000 შვეიცარულ ფრანკს. საპრიზო თანხის ნახევარი გადაეცემა გამარჯვებულს მისი ნამუშევრისათვის, ხოლო მეორე ნახევარი მოხმარდება კვლევით პროექტს, რომელიც წარმოებული იქნება გამარჯვებულის მიერ და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა […]

გაგრძელება

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა

  • თებერვალი 24, 2021

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ “კრიმინოლოგის” მე-13 ნომრისა და აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნების: “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი” პრეზენტაცია. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრებაზე ანგარიშით წარსდგა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მანვე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნები “მართვის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 80

  • თებერვალი 17, 2021

ეროვნული აკადემია – თავად დიდი აკადემიკოსი საქართველოს მეცნიერება მეცნიერებათა აკადემიის 80 წლისთავზე  საქართველოს მენცირებათა ეროვნულ აკადემიას 2021 წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება წერილების ციკლი, რომელიც 1 თებერვლიდან გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდება გაგრძელებებით და რომლის ავტორებიც არიან აკადემიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.  წერილების ციკლი იბეჭდება […]

გაგრძელება