სიახლეები

აკადემიკოს თამაზ შილაკაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • მაისი 14, 2024

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტს, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ღირსებისა და ღირსების საერთაშორისო ორდენების მფლობელს, თამაზ შილაკაძეს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის კონკურსის შედეგები

  • მაისი 14, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:   ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეც­ნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის   „ელექტრო­მაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალ­კომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“ გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომო­ლოგიური ალგებრა“ გიორგი ნიკო­ლაძის სახელობის […]

გაგრძელება

თბილისში აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

  • მაისი 13, 2024

მიმდინარე წლის 2 მაისს, ქალაქ თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩის 8 ნომერში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ (ალეკო) თავხელიძის (1930-2010) მემორიალური დაფა გაიხსნა. გახსნაზე იმყოფებოდნენ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიის გენერალური მრჩეველი გიორგი კვესიტაძე, ფიზიკისა და მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე, აკადემიკოსები:  ვლადიმერ ციციშვილი, ალექსანდრე […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 1, 2024

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსის, ბატონ დავით მაღრაძის მოხსენება: ,,საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“. მოხსენებაში განხილული იყო ვენახების კადასტრი, როგორც საინფორმაციო ბაზა, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია მევენახეების, ვენახებისა და მეღვინეობის სუბიექტების შესახებ, […]

გაგრძელება

პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადების 110 წლის იუბილე

  • აპრილი 29, 2024

გამოჩენილ აფხაზ ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს სახელმწიფო და დიმიტრი გულიას სახელობის  პრემიების ლაურეატს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი […]

გაგრძელება

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის ასაფ გაჯიევის ვიზიტი

  • აპრილი 22, 2024

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში, მიმდინარე წლის 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო PABSEC-ის გენერალურმა მდივანმა ასაფ გაჯიევმა და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების და შავი ზღვის უნივერსიტეტების  ქსელის დელეგაციებმა. შეხვედრაში […]

გაგრძელება

თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავსადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია

  • აპრილი 22, 2024

მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დოვლეტმირატ სეიტმამედოვის ხელმძღვანელობით თურქმენეთის დელეგაციას მასპინძლობდა. აკადემიას ასევე ესტუმრა სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული   თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ეროვნულ ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, თურქმენეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიისა და არქეოლოგიის დირექტორი  და ამ […]

გაგრძელება

საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • აპრილი 21, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ერონულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის (კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული; სწავლული მდივანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მირონ ფირცხელანი) სხდომა თემაზე: „საქართველოს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული პრობლემები“. სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის წევრები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის თემურ შენგელია, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ჭელიძე (მთავარი მომხსენებლები). სხდომაზე იმსჯელეს მთის მოსახლეობის ენერგეტიკული უზრუნველყოფის […]

გაგრძელება

პოლონეთის ახალი ისტორიისა და ცენტრალური სამხედრო არქივის დოკუმენტები საქართველოსა და ქართველების შესახებ (1919-1939 წწ.)

  • აპრილი 17, 2024

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, 2024 წლის 15 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ევროპისა და ამერიკის არქივ-საცავებში დაცული საქართველოს ისტორიის და კულტურის ისტორიის მასალების სამეცნიერო შესწავლის მიმართულების სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიისა და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • აპრილი 15, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის  მორიგ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ზვიად გამსახურდიას დაბადების 85 წლისთავისადმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაციისადმი მიძღვნილი საკითხები. მომხსენებლები გახლდნენ: პოლიტოლოგი, პუბლიცისტი გიორგი გიგაური და მწერალი ჯემალ დავლიანიძე. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგ, კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის პოლიტიკურ-სამართლებრივი მემკვიდრეობა, რომელიც ქართველმა მეცნიერმა, ფილოლოგმა, მწერალმა, […]

გაგრძელება