არქივი

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 12, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა პროფესორ მიხეილ ჯიბუტის მოხსენება თემაზე: „რატომ ცხოვრობს საქართველო “უკეთესად”, ვიდრე უნდა ცხოვრობდეს“. როგორც მიხეილ ჯიბუტმა აღნიშნა, მოხსენების მთავარი მიზანი იყო არა მარტო იმის ჩვენება თუ რატომ ცხოვრობს საქართველო იმაზე ცუდად, ვიდრე ეს მას შეუძლია მისი ადამიანისეული, ბუნებრივი, გეოპოლიტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 9, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომლის თემა იყო კოვიდ-19 და თირკმლის დაავადებები. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. პირველმა მომხსენებელმა, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ნეფროლოგიის განყოფილების ექიმმა ნინო მაღლაკელიძემ ისაუბრა კოვიდ-19-ის მიმდინარეობაზე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, […]

გაგრძელება

ცირკულარული ეკონომიკის მოდელების და ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობები საქართველოში

  • ივლისი 5, 2021

2021 წლის 2 ივლისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ცირკულარული ეკონომიკის მოდელების და ტექნოლოგიების გავრცელების შესაძლებლობებს საქართველოში, ეკონომიკის, რომელიც გულისხმობს უპირატესად მომსახურებისა და არა საქონლის შეძენას; მასალა რამდენჯერმე გამოიყენება, ხოლო საგნები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოსადეგობისათვის, თანაც ის მასალა, რომლისგან დამზადებულია ერთგვაროვანი საქონელი, ხელახლად მოიხმარება, როდესაც საგნის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 5, 2021

2021 წლის 1 ივლისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის“ სხდომა, რომელიც მიეძღვნა ტერიტორიულად განაწილებული სისტემების სტრუქტურული მართვისა და მოდელირების თანამედროვე პრობლემებს და ახალ ტენდენციებს (მომხსენებლები აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და პროფესორი რევაზ/ივერი კაკუბავა). თავის შესავალ მოსხენებაში აკადემიკოსმა რ. ხუროძემ მართვის ობიექტად განიხილა მსხვილმასშტაბიანი, ტერიტორიულად განაწილებული დარეზერვებული სისტემები, რაც შეიცავს […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 1, 2021

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ წინაშე პროფესორმა შალვა გაბესკირიამ ისაუბრა თემაზე: „ტოპონიმ თბილისის ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ.“ მან აღნიშნა, რომ თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მთელ მსოფლიოში. ქართლის ანუ იბერიის დედაქალაქის სახელის წარმოშობის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში ორი თვალსაზრისია გამოთქმული. უპირატესობა მიენიჭა ვერსიას, რომლის მიხედვითაც საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქს ეს სახელი გოგირდიანი თბილი (ძვ. ქართ. […]

გაგრძელება

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • ივნისი 25, 2021

2021 წლის 23 ივნისს გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა სოფლის განვითარების აქტუალურ პრობლემებს ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოწვევების ფონზე. სხდომა გახსნა და პრობლემის ძირითადი აქცენტები დასვა კომისიის თავმჯდომარემ, აკად. ავთანდილ არაბულმა. დარგის ცნობილმა ექსპერტმა, პროფ. პაატა კოღუაშვილმა წარმოადგინა მოხსენება „თანამედროვე ქართული სოფლის სასიცოცხლო პრობლემები“. მან ვრცლად […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 14, 2021

ცენტრის 2021 წლის 11 ივნისის სხდომაზე განხილული იქნა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ია ჟვანიას მოხსენება თემაზე: „ქრონიკული თეთრი ხმაური: ქცევითი და ნეიროანატომიური ეფექტები. ექსპერიმენტული კვლევა“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გარემოს ხმაურით დაბინძურება მსოფლიოს ჯანდაცვის მზარდი პრობლემაა. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მაღალი ინტენსიობის თეთრი ხმაურის ზემოქმედებას განიცდის. ასეთი ზემოქმედება […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივნისი 1, 2021

2021 წლის 28 მაისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის” რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა თემა: “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია: გამოცდილება, გამოწვევები, პერსპექტივები”. მომხსენებელი გახლდათ: მიხეილ ჯიბუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. სხდომას ესწრებოდნენ ცენტრის წევრები და მოწვეული დარგის წამყვანი მეცნიერები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეცნიერების მიერ ბუნების  […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 25, 2021

2021 წლის 21 მაისს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული “ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის” მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ღვინის მრეწველობის  საექსპორტო პოტენციალის განმსაზღვრელ  ინოვაციურ  ტექნოლოგიებს. მოხსენებით გამოვიდა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია. სხდომას ესწრებოდნენ ცენტრის წევრები, დარგის წამყვანი მეცნიერები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ევროპის ბაზრებზე ევროპული ტიპის […]

გაგრძელება

თბილისის ურბანული ტყე

  • აპრილი 28, 2021

2021 წლის 27 აპრილს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო  ფონდის – „განვითარება და გარემოს“ წევრებთან შეხვედრა. სხდომა გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი,  აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და აკადემიის სხვა წევრები. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ფონდ „განვითარება და გარემოს“  თავმჯდომარე – თეიმურაზ ტყემალაძე. ამის შემდეგ კი, თბილისის […]

გაგრძელება