საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ძირითადი შედეგები გააცნო. „შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული დარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკის […]
გაგრძელება
