არქივი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2020 წლის მუშაობის მოკლე მიმოხილვა

  • თებერვალი 26, 2021

  გასულ საანგარიშო წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ისევე, როგორც მთელ ქვეყანას, პანდემიით გამოწვეულ მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა. მიუხედავად ამისა, აკადემია ძრითადად გამართულად ფუნქციონირებდა  და  ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საანგარიშო წელსაც აკადემიამ, ტრადიციისამებრ,  განახორციელა საქართველოს უმაღ­ლე­სი სა­განმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებუ­ლე­ბების მიერ 2019 წელს  ჩატა­რებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ექსპერტული შეფასება. განხილულ იქნა 9 უნივერსიტეტის, მათთან გაერთიანებული 48 […]

გაგრძელება

Balzan-ის პრიზები 2021

  • თებერვალი 26, 2021

პრიზების გადაცემა მოხდება შემდეგ სფეროებში: ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევები უძველესი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და არქეოლოგია მიკრობიომა ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაში გრავიტაცია: ფიზიკური და ასტროფიზიკური ასპექტები თითოეული პრიზის ფულადი ჯილდო შეადგენს 750 000 შვეიცარულ ფრანკს. საპრიზო თანხის ნახევარი გადაეცემა გამარჯვებულს მისი ნამუშევრისათვის, ხოლო მეორე ნახევარი მოხმარდება კვლევით პროექტს, რომელიც წარმოებული იქნება გამარჯვებულის მიერ და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა […]

გაგრძელება

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სხდომა

  • თებერვალი 24, 2021

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ “კრიმინოლოგის” მე-13 ნომრისა და აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნების: “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი” პრეზენტაცია. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრებაზე ანგარიშით წარსდგა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მანვე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნები “მართვის […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 80

  • თებერვალი 17, 2021

ეროვნული აკადემია – თავად დიდი აკადემიკოსი საქართველოს მეცნიერება მეცნიერებათა აკადემიის 80 წლისთავზე  საქართველოს მენცირებათა ეროვნულ აკადემიას 2021 წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება წერილების ციკლი, რომელიც 1 თებერვლიდან გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდება გაგრძელებებით და რომლის ავტორებიც არიან აკადემიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.  წერილების ციკლი იბეჭდება […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 80 წლისაა

  • თებერვალი 15, 2021

2021 წლის თებერვლის თვეში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. თამამად შეიძლება ითქვას რომ, აკადემიის მეცნიერებმა თავიანთი მოღვაწეობით საქართველო მსოფლიოს გააცნეს. აკადემიის დამფუძნებლებს შორის იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, კორნელი კეკელიძე, ილია ვეკუა, აკაკი შანიძე, ნიკო კეცხოველი და სხვ. აკადემიის პირველი პრეზიდენტი 30 წლის განმავლობაში იყო, მათემატიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. მას შემდეგ სხვადასხვა დროს აკადემიას […]

გაგრძელება

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

  • თებერვალი 11, 2021

გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საყოველთაოდ აღიარებული ლინგვისტი, მეოცე საუკუნის მსოფლიო ენათმეცნიერების თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. მეცნიერის მიერ განვლილი ცხოვრების გზა სახელოვანი ფურცელია ერისა და ქვეყნისათვის გაწეული მრავალმხრივი და მასშტაბური ღვაწლისა. აკად. თამაზ გამყრელიძეს გამორჩეული წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობისა და ინდოევროპეისტიკის განვითარებაში, ზოგადად, ქართული მეცნიერების […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია – 80

  • თებერვალი 10, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ ნოდარ მითაგვარიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ულოცავს ბატონ ნოდარს იუბილეს, ჯანმრთელობას, კიდევ უფრო ხანგრძლივ და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას უსურვებს. ნოდარ მითაგვარია დაიბადა ქ. თბილისში, ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი. მშობლები განათლებით ინჟინერ-ქიმიკოსები იყვნენ. დაამთავრა თბილისის მე-9 საშუალო სკოლა […]

გაგრძელება

დიდნი საქმენი სასულიერო აკადემიისა

  • თებერვალი 2, 2021

  ვერ დავფარე კმაყოფილება, როცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინა­რიის რექტორის, ფილოლოგიის მეცნიერებისა და ღვთისმეტყველების დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისგან ძღვნად მივიღე სასულიერო აკადემიის „საღვთისმეტყველო – სამეცნიერო შრომების (X-XI)“ ტომი. თვალწინ წარმომიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ დაფუძნებული უკვე სამ ათეულ წელს გადაცილე­ბული მაღალი დონის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი. სასწავლებელი, რომელიც საეკლესიო კადრე­ბის […]

გაგრძელება

ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი

  • თებერვალი 1, 2021

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: “ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში”. ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს […]

გაგრძელება

მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ათვისების ზონა «აბრეშუმის  გზა»

  • თებერვალი 1, 2021

ა.წ. 17 იანვარს, ჩინეთის იანტაის ტექნოლოგიური პარკიდან (მაღალი და ახალი ტექნოლოგიების ათვისების ზონა «აბრეშუმის  გზა») გვაცნობეს, რომ სიჩუანის პროვინციის  პინშანის რაიონში იაპონური ზღმარტლის (მუშმულას) სადემონსტრაციო ნაკვეთი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილისადმი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად გადააქციეს ამ პროვინციის ფერმერთა სადემონსტრაციო ნაკვეთად, რომლის შესასვლელში დაყენებულ ბანერზე წერია : “სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ  […]

გაგრძელება