არქივი

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 5, 2019

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 16 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა თსუ-ს პ.მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის გიორგი წინწკალაძის მოხსენება: „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი მინერალის სამშენებლო მასალების დანამატებად გამოყენების პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ სამშენებლო მასალების სტრუქტურის მოდიფიცირების ინოვაციური მეთოდია მათ შემადგენლობაში მაღალაქტიური დანამატების შეყვანა, ხოლო საქართველოში ბუნებრივი მინერალური ნედლეულის დიდი არჩევანი შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ […]

გაგრძელება

ქალთა დაჯილდოვება ქალთა დაჯილდოვება

  • თებერვალი 5, 2019

„საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის“ მოღვაწეობის 15 წლის და ამ ასოციაციის ამაგდარი ფუძემდებლის, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ნანული ჭავჭანიძის საიუბილეო თარიღის, დაბადების 80 წლის აღსანიშნავად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2018 წლის 21 ნოემბერს საზეიმო სხდომა გაიმართა. სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და აკადემიკოს-მდივანმა რამაზ […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა – 75

  • თებერვალი 5, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 9 იანვარს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ექიმის, საქართველოს რადიოლოგიური სკოლის ამღორძინებლის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო-საიუბილეო სხდომა. ფრიდონ თოდუა იყო ქართული მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სახელგანთქმული ექიმი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი. ფასდაუდებელია აკადემიკოს ფრიდონ თოდუას […]

გაგრძელება

ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია

  • იანვარი 30, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდა ქიმიკოსთა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. კონფერენცია გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სამეცნიერო კონფერენციის მიმართულებებია: ორგანული ქიმია, სინთეზი; ფარმაკოლოგია, მედიცინა; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ფიტოქიმია; მინერალური ნედლეული; ანალიზი, ტექნოლოგია. კონფერენციის მიზანია მოსმენილ იქნეს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სფეროში […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნოდარ ბერიკაშვილი – 90

  • იანვარი 30, 2019

მიმდინარე წლის 25 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და თსუ ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტმა აკადემიაში ჩაატარეს თვალსაჩინო ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის დაბადების 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. დიდია აკადემიკოს ნოდარ ბერიკაშვილის ღვაწლი საქართველოში თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარგის – ალგებრული ტოპოლოგიის დანერგვის საქმეში. მეცნიერის პირველხარის­ხო­ვანი ნაშრომები ზოგად სივრცეთა ჰომოლოგიის […]

გაგრძელება