ანაკლიის პორტის ეკონომიკური სარგებელი რადიო იმედის გადაცემაში „ეკონომიქსი“, სტუმარი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი – ვლადიმერ პაპავა. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გაგრძელება
ანაკლიის პორტის ეკონომიკური სარგებელი
- ივნისი 6, 2024
ანაკლიის პორტის ეკონომიკური სარგებელი რადიო იმედის გადაცემაში „ეკონომიქსი“, სტუმარი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი – ვლადიმერ პაპავა. ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გაგრძელება
ბრწყინვალე ქართველ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, ქართული კულტურის დიდ მოამაგეს, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. ვახტანგ ბერიძე მეცნიერთა იმ დიდებული პლეადის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი იყო, რომელმაც XX საუკუნის პირველ ნახევარში საფუძველი ჩაუყარა ქართულ მეცნიერებას. ვახტანგ ბერიძის განმაზოგადოებელმა ნაშრომებმა ცხადყო და დაადასტურა, რაოდენ ფასეულია დიდტანიანი შრომები თუ წერილები, რომლებშიც პროფესიონალის უცდომელი თვალით დანახული და მეცნიერული […]
გაგრძელება
საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება – აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. როგორია მეცნიერების განვითარებისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები და რა გამოწვევები აქვს დღეს მეცნიერებას საქართველოში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე ესაუბრა. ინტერვიუ სრულად
გაგრძელება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის (CCNU) მიწვეული პროფესორის სტატუსით, 2024 წლის 8 ივნისიდან 23 ივნისამდე წაიკითხავს ლექციების კურსს ქალაქ უჰანში და ჩაატარებს სამეცნიერო სემინარებს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე. აკადემიკოს გივი გავარდაშვილს, რომელიც CCNU-ში ლექციების კურსს 2006 წლიდან ატარებსბს, 2015 წელს მიენიჭა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის სტატუსი. იგი აქტიურად […]
გაგრძელება
მიმდინარე წლის 15 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის ქალაქ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრას აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ: პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვალედიმერ პაპავა, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატალი სიდამონიძე. თურქეთის მხრიდან […]
გაგრძელება
ქართველი მეცნიერების მიერ აღმოჩენილია სრულიად განსხვავებული გენომის მქონე ბაქტერიული ვირუსი, რის გამოც ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა შემოიღო ახალი ტაქსონი – გვარი: Dibbivirus ა.წ. 13 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმზე აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა წარმოადგინა მოხსენება „ახალი ბაქტერიული ვირუსი და ახალი გვარი Dibbivirus ვირუსების ტაქსონომიაში“. მომხსენებელმა წარმოადგინა დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, რამოდენიმე წლის წინ, პომიდვრის […]
გაგრძელება
2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტს, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს ღირსებისა და ღირსების საერთაშორისო ორდენების მფლობელს, თამაზ შილაკაძეს მიენიჭა ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.
გაგრძელება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ: ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის „ელექტრომაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალკომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“ გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომოლოგიური ალგებრა“ გიორგი ნიკოლაძის სახელობის […]
გაგრძელება
2024 წლის 11 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს 2026 წელს ჩასატარებელ იმ მასშტაბური ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებზე, რომლებიც მიეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავს. შეხვედრას, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქრისტიანული ეკლესიის მიმართულებით მრავალი სამეცნიერო ღონისძიების […]
გაგრძელება
საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი არქეოლოგი, ჰერმან პარცინგერი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია. აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გამოჩენილ მეცნიერს გადასცა დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ ჰერმან პარცინგერი 2023 წლიდან აკადემიის პრეზიდიუმის მიერ არჩეულ იქნა აკადემიის უცხოელ წევრად. შეხვედრას, რომელზეც განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. აკადემიის […]
გაგრძელება