არქივი

ფრანგი მეცნიერების ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

  • ივნისი 26, 2026

მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვივნენ პარიზის სორბონის უნივერსიტეტიდან ფრანგი პროფესორ-მასწავლებლები და მათი სტუდენტები. ილიას  უნივერსიტეტის განათლების სკოლაში მასპინძლობენ საზაფხულო სკოლას, რომლის სახელწოდებაა –  „ნარატივები აკადემიის შესახებ“. ამაში მოიაზრება ვიზიტი როგორც მეცნიერებათა აკადემიაში, ისე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და  ილიას უნივერსიტეტში. ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, რომელშიც ჩართულები არიან სორბონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, […]

გაგრძელება

პროექტის – „გაბედე საქართველოსთვის“ – წარდგენა.

  • ივნისი 26, 2026

2026 წლის 17 ივნისს,  თბილისის საკრებულოში გაიმართა პროექტის – „გაბედე საქართველოსთვის“ – წარდგენა. პროექტი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 35 და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავს. პროექტის ავტორები არიან: ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე, მედიცინის საპატიო დოქტორი – საზოგადოების თავმჯდომარე; ქეთევან ტომარაძე – აღმოსავლეთმცოდნე, პუბლიცისტი, მთარგმნელი; მაყვალა ბერიანიძე – ჟურნალისტი, იურისტი, მკვლევარი. პროექტის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული […]

გაგრძელება

რევაზ ინანიშვილი – 100

  • ივნისი 5, 2026

მიმდინარე წლის 3 ივნისს, მწერალთა კავშირისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილე. ღონისძიებას უძღვებოდნენ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მწერალი რევაზ მიშველაძე; სიტყვით გამომსვლელთა შორის […]

გაგრძელება

V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

  • მაისი 21, 2026

2026 წლის 22-23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართება V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე წლისთავს. მოსაწვევი პროგრამა

გაგრძელება

მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ მუზეუმში

  • მაისი 5, 2026

მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი შემეცნებითი და შთამაგონებელი აღმოჩნდა, რადგან სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული მეცნიერების მრავალწლიან ისტორიასა და მის გამორჩეულ წარმომადგენლებს. სტუმრებს მუზეუმის შექმნის ისტორიისა და მისი კონცეფციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მუზეუმის დაარსებასა […]

გაგრძელება

35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

  • აპრილი 9, 2026

2026 წლის 8 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ. საკითხად გამოტანილი იქნა აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მოხსენება – „35 წელი ­საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან“.   როგორც მომხსენებელმა, აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა აღნიშნა, XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ეროვნულ-განმათა­ვისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის კვალობაზე, განსაკუთრებით აქტუა­ლური გახდა სსრ […]

გაგრძელება

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

  • თებერვალი 14, 2026

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ 2015 წლის 22 დეკემბერს „გაერომ“ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია მეცნიერებით დაინტერესებული ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა. საქართველოს მართლაც არაერთი გამორჩეული და გამოჩენილი ქალი მეცნიერი ჰყავს, რომლებმაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელეს. 2026 წლის 11 თებერვალს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე – 95

  • თებერვალი 8, 2026

მიმდინარე წლის 6 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. ვრცელი მოხსენება აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა წაიკითხა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ბახსოლიანი, საქართველოს […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ვლადიმერ მენაბდე – 130

  • თებერვალი 2, 2026

მიმდინარე წლის 28 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სმეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კულტურული ფლორის მოამაგის, ღვაწლმოსილი მეცნიერის და პიროვნების აკადემიკოს ვლადიმერ მენაბდის  დაბადებიდან 130 წლისთავს. სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, ვლ. მენაბდის მოწაფეები, მკვლევრები სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას და წარმოაჩენენ მის მრავალფეროვან ასპექტებს. […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ვასილ ჩანტლაძე – 120

  • დეკემბერი 24, 2025

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, ეკონომისტის, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით, აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა. მოხსენება აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წარმოადგინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის კათედრის გამგემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ. […]

გაგრძელება