არქივი

თურქმენეთის ელჩის ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • იანვარი 31, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა შეხვედრა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დოვლეტმირატ სეიტმამმედოვთან და საელჩოს მეორე მდივან – ატამურატ ბალიბაევთან. შეხვედრას მასპინძლობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ახმეტელი და სხვ. სტუმრებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუშაობის, მისი […]

გაგრძელება

აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი – 90

  • იანვარი 29, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოსის, მეცნიერების ბრწყინვალე ორგანიზატორის, ქვეყნის პატრიოტის, ღირსეული პიროვნების, მათემატიკოს გურამ ხარატიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე. სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა, ხოლო ვრცელი მოხსენება მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესორმა თამაზ  თადუმაძემ. სიტყვით გამოვიდნენ – მეცნიერებათა დოქტორი თამაზ სულაბერიძე, აკადემიკოსები: თორნიკე […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ზურაბ წერეთელი – 90

  • იანვარი 28, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში  მსოფლიოში ცნობილი ხელოვანის, მრავალი ჯილდოსა და პრემიის ლაურეატის, მოქანდაკის, ფერმწერის,  1997 წლიდან  მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – ზურაბ წერეთლის საიუბილეო თარიღი – 90 წელი საზეიმო სხდომით აღინიშნა. ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ უჩა ჯაფარიძე, აპოლონ ქუთათელაძე, […]

გაგრძელება

აკაკი სურგულაძე – 110

  • დეკემბერი 29, 2023

არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ გარშემომყოფთა შორის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ, სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი შრომის, წიგნისა თუ მონოგრაფიის ავტორი  აკაკი სურგულაძე. ბატონი აკაკის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა საგანგებო სხდომა ივანე ჯავახიშვილის […]

გაგრძელება

აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების წარდგინება

  • დეკემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების: „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“ და „საქართველოს ისტორიის ატლასი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე; მთარგმნელი ლადო მირიანაშვილი) წარდგინება. ორივე წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ჭიათურისა […]

გაგრძელება

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის საკითხებზე სემინარი გაიმართა

  • დეკემბერი 18, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სემინარს „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მოთხოვნები“ დაესწრო. სემინარი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი (GRF)“ ფარგლებში გაიმართა. კერძოდ, ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ორგანიზებით. სემინარს გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი, […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებთან

  • დეკემბერი 12, 2023

მიმდინარე წლის 30 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია მიწვეული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტებში: შანდუნის პროვინციის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ქ. ზიბო; ხენანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული და კვების უნივერსიტეტი (Northwest A&F University), ქ. სინიანი; გუანდუნის პროვინციის –  სამხრეთ ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტი, ქ. გუანჯოუ. მიწვევის  ინიციატორები გახლდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, ნარჩენების მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

  • დეკემბერი 12, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელ მეთიუ ბუსკეს და გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის (DGA1 ENV) ხელმძღვანელ დევორ პეკანს შეხვდა. სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]

გაგრძელება

აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი

  • დეკემბერი 11, 2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის აუდიტორიაში მოეწყო აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი თემაზე – „საქართველოს ბიორესურსები“. შეხვედრას ესწრებოდა ფართო წარმომადგენლობა: აკადემიკოსები, ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ თავის ონლაინ-პრეზენტაციაზე ისაუბრა მსოფლიოში დღეს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, გარემოს ტოქსიკური ნაერთებიდან, გარემოს დაცვის ქიმიურ ტექნოლოგიებზე, მცენარეებსა და მიკროორგანიზმებზე დაფუძნებულ ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებზე. ლექციამ დამსწრე […]

გაგრძელება

შეხვედრა გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებთან

  • ნოემბერი 28, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში,  საქმიანი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ესტუმრნენ Deutsche Forschungsgemeinschaft-ის (DFG, გერმანიის კვლევითი ფონდი) დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, დოქტორ იორგ შნეიდერისა და ტობიას შტუდემანის შემადგენლობით. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც სტუმრებს  გააცნო აკადემიის ისტორია მისი დაარსების დღიდან დღევანდლამდე, ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებსა და მის წევრებზე. […]

გაგრძელება