არქივი

სემინარი – ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა, კვლევა

  • ოქტომბერი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. მოხსენებით  –  „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა,  კვლევა“, მსმენელთა წინაშე წარსდგა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე. მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგები, რომლებიც შესრულებულია ქიმიის მეცნიერებათა […]

გაგრძელება

თაფლის ფესტივალი

  • აგვისტო 21, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო თაფლის ფესტივალს, რომელიც გაიმართა 19-20 აგვისტოს ბათუმში. ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავდა მეფუტკრე ფერმერების ხელშეწყობას და ქართული თაფლის პოპულარიზაციას. როგორც აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლნ დოლარის ღირებულების თაფლი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ […]

გაგრძელება

ქიმიის საქალაქო სემინარი

  • ივლისი 8, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიის საქალაქო სემინარი, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ქიმიკოსის, აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს. სემინარის თავმჯომარემ, ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ ციციშვილმა წაიკითხა აკადემიკოს თეიმურაზ ანდრონიკაშვილის მეგობრებისა და მოწაფეების, ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ონუფრი ბანახის, სამარყანდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნურალი მუხამადიევისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ […]

გაგრძელება

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • ივნისი 3, 2023

2023 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – საქართელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის […]

გაგრძელება

ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება

  • მაისი 30, 2023

მიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მათემატიკოსის, პოეტისა და პუბლიცისტის, მათემატიკის დოქტორ ირაკლი ბოკუჩავას წიგნების წარდგინება. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. არის საქართველოში პირველი მათემატიკური ტესტების კრებულის თანაავტორი (1992), საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული 25 სამეცნიერო სტატიის, საბჭოთა იმპერიის ამსახველი წიგნის „ჩემი საბჭოთა წარსული“ (2019), მრავალი პუბლიცისტური წერილისა და ლექსების ოთხი […]

გაგრძელება

ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა

  • მაისი 25, 2023

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აზერბაიჯანელი დიპლომატის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ელჩის ჰაფიზ ფაშაევის წიგნის – „ერთი ელჩის მანიფესტი“ წარდგენა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: აკადემიის პრეზიდენტმა,  აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე სიტყვით  გამოვიდნენ წიგნის ავტორი ჰაფიზ ფაშაევი, დიპლომატები თედო ჯაფარიძე და ზურაბ გუმბერიძე, საქართველოს ტექნიკური […]

გაგრძელება

თურქმენი პოეტის – მახტუმკული ფარგის დაბადებიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია

  • მაისი 25, 2023

მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თურქმენი პოეტის – მახტუმკული ფარგის დაბადებიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოვლეტმურატ მურატოვი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის […]

გაგრძელება

ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოება

  • მაისი 19, 2023

2023 წლის  მარტში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის, „პარიზ-საკლეს“ უნივერსიტეტის,  ირენ ჟოლიო-კიურის სახელობის ფიზიკის ლაბორატორიის (IJCLab), ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრისა (CERN) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცხადებული იყო კონკურსი ფიზიკაში ქართველი სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. კონკურსში მონაწილეობა მიიღო და თეზისები წარმოადგინა 45-მა ახალგაზრდამ. დასკვნით ტურში, რომელიც 2 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში ჩატარდა, […]

გაგრძელება

აკადემიკოსი გივი ცინცაძე – 90

  • მაისი 9, 2023

მიმდინარე წლის 21 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. გივი ცინცაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ; სიტყვით  გამოვიდნენ: აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და სხვ. გივი ცინცაძე […]

გაგრძელება

აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე – 90

  • მაისი 3, 2023

ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს მინდია სალუქვაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა… მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი სითბოთი და სიყვარულით ავსებს ყველა იმ ადამიანის გულს, ვისაც ამ არაჩვეულებრივ პიროვნებასთან  ჰქონდა ურთიერთობა. ანტონ ჩეხოვის ცნობილი გამონათქვამი „ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს“ სწორედ ბატონ მინდიაზე იყო ნათქვამი. ეს საოცრად წარმოსადეგი, ლამაზი ადამიანი ასხივებდა სულიერ სისუფთავეს, მაღალ ინტელექტს და დიდ ადამიანურ […]

გაგრძელება