საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“. კონფერენცია შესავალი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ გახსნა. შემდეგ სიტყვა დაეთმო აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა ნანა ხაზარაძის ღვაწლი და მოღვაწეობა, როგორც აკადემიაში, ისე ტექნიკურ […]
გაგრძელება