Monthly Archives: მაისი 2019

აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილე

  • მაისი 14, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 მაისს გაიმართა აკადემიკოს თინათიან ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – „აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წაიკითხა პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ. თინათინ ყაუხჩიშვილი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად 1993 წელს აირჩიეს. იგი კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის სკოლის გამორჩეული წარმომადგენელია და […]

გაგრძელება

ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • მაისი 10, 2019

2019 წლის 8 მაისს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ქართული მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა, რომელიც მიეძღვნა ონკოლოგიურ დაავადებებს. ღინოსძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. საკითხის აქტუალობას განაპირობებს აღნიშნული დაავადებების მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა საქართველოში. სხდომაზე წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება: „ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა საქართველოში: მიღწევები, პრობლემები, დახვეწის […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 8, 2019

მიმდინარე წლის 3 მაისის სხდომაზე საქართველოს იმ მეცნიერებსა და გამომგონებლებს, რომლებსაც აქვთ ჩვენი ქვეყნის მოქმედი პატენტების დიდი რაოდენობა (პროფესორი ლეონ მახარაძე, პროფესორი მანანა ქარჩავა, პროფესორი რევაზ მახარობლიძე, დოქტორი ზაურ ჩიტიძე, პროფესორი რაულ თურმანიძე, აკადემიკოსი გიორგი თავაძე, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი და პროფესორი გურამ ქაშაკაშვილი), გადაეცათ აკადემიის საპატიო სიგელები, რომლებითაც ისინი დაჯილდოვდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად […]

გაგრძელება

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე

  • მაისი 3, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ასევე ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაში კორნელი კეკელიძეს გამორჩეული ადგილი უკავია. მეცნიერმა თავისი ღრმა განსაწავლულობა, ნიჭი და ენერგია მთლიანად შეალია ქართველოლოგიის, […]

გაგრძელება

თანამშრომლობის მემორანდუმი მეცნიერებათა აკადემიასა და ფოთის მერიას შორის

  • მაისი 2, 2019

მიმდინარე წლის 24 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა მეცნიერებათა აკადემიასა და ფოთის მერიას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ მხარეებმა ითანამშრომლონ ქალაქ ფოთის განვითარების და მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტაში – აკადემიის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებით; ასევე, – სანავსადგურო ქალაქის მნიშვნელობის, სახელმწიფოს ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო პოტენციალის ამაღლების და განვითარების საქმეში და ქართველი მეცნიერების […]

გაგრძელება

კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება“

  • მაისი 2, 2019

მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში, აკადემია მასპინძლობდა ახალგაზერდა მეცნიერების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას “ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხელოვნური ინტელექტის საკითხებში წარმატებით მომუშავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან–დიეგოს უნივერსიტეტის საერთო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დავით სოსელია, შოთა ამაშუკელი, არჩილ ბერიძე, ირაკლი კობერიძე და ლევან შუღლიაშვილი. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს […]

გაგრძელება