Monthly Archives: ოქტომბერი 2019

ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 30, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში 2019 წლის 30 ოქტომბერს,  ჩატარდა ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე. სხდომას ესწრებოდა აღნიშნული კომისიის 15 წევრი.  მოსმენილ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ჯიმშერ ქერქაძის საპრეზენტაციო მოხსენება თემაზე: „სამრეწველო საწარმოთა  საინჟინრო ეკოლოგიური გამოკვლევა“. აღნიშნულ მოხსენებაში განხილულ იქნა მომხსენებლის მიერ ბოლო ხუთი წლის […]

გაგრძელება

ჩინელი მეცნიერების ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ოქტომბერი 28, 2019

მიმდინარე წლის 24-27 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა 6 კაციანი დელეგაცია ჩინეთის გუანდუნის  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საბჭოდან ლი ჯიანგის ხელმძღვანელობით. ჩინელი მეცნიერების ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და გუანჯოუს პროვინციას შორის და 21-ე სამეცნიერო შეხვედრაზე მიწვევა, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ჩინელ და უცხოელ სპეციალისტებს შორის. 25 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც […]

გაგრძელება

აკადემიკოსი რევაზ სალუქვაძე – 90

  • ოქტომბერი 25, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების უბადლო ორგანიზატორის, ფიზიკა-ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის რევაზ სალუქვაძის დაბადებიდან 90 წლისთავს. საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მოხსენება – აკადემიკოს რევაზ სალუქვაძის […]

გაგრძელება

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე – 90

  • ოქტომბერი 23, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის დაბადებიდან 90 წლისთავს. სხდომა გახსნა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ხოლო მოხსენება თამაზ გამყრელიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გააკეთა აკადემიკოსმა, ვიცე-პრეზიდენტმა  როინ მეტრეველმა. ეს საიუბილეო თარიღი კიდევ ერთხელ მთელი მასშტაბით წარმოაჩენს […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 22, 2019

ცენტრის 2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა მედიცინის აკადემიური დოქტორის, უნივერსიტეტ „გეომედის“ პროფესორისა და სიმულაციური მედიცინის კლინიკის დირექტორის არჩილ კაპანაძის მოხსენება: „რამდენიმე მოსაზრება პათოლოგიური დამოკიდებულების ფილოსოფიურ და ანთროპოლოგიურ ასპექტებზე“. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ტერმინოლოგიური პრობლემის მნიშვნელობას, ვინაიდან ის იწვევს განსხვავებულ გაგებას და განიხილა პათოლოგიური დამოკიდებულების ფართოდ გავრცელებული  განმარტება, რომელშიც ვერ მოიძებნა ადგილი სიამოვნებისათვის და შემდეგ […]

გაგრძელება

ჩინეთის მეცნიერთა ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში

  • ოქტომბერი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. იანტაის აბრეშუმის გზის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ასოციაციის IV სხდომა სახელწოდებით – „აბრეშუმის გზის განვითარება მომავალში, ერთი სარტყელი, ერთი გზა“. კონფერენციის მონაწილეებს შესავალი და მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ჩჟან ჟენჩჟუნი – ქ. იანტაის […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 13, 2019

ცენტრის 2019 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე განხილული იქნა შპს „მშენაღდგენა/მ“-ის გენერალური დირექტორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრის, დოქტორ მალხაზ ბედიაშვილი  მოხსენება: „უსაფრთხო სეისმოიზოლაციური სისტემები და მაღლივი მშენებლობა საქართველოში“. აღინიშნა, რომ მიწისძვრების გამო ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე მრავალი კულტურული ძეგლი დაინგრა და, სამწუხაროდ, მომავალშიც არაა გამორიცხული ნგრევა, ამიტომ მოსახლეობის დასაცავად ჩვენი მეცნიერები თითქმის საუკუნეა ეძებენ მეთოდებს, […]

გაგრძელება

გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიის კონკურსის შედეგები

  • ოქტომბერი 9, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, 2019 წელს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:   აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილს – ლეონარდე დეკაპრელევიჩის სახე­ლობის აკადემიური პრემია ნაშრომისათვის „აგრო­ტექნოლოგიური ნორმატივები.“   პროფესორ დუდანა გაჩეჩილაძეს – ფრიდონ თოდუას სახელობის აკადე­მიური პრემია ნაშრომისათვის „ექსტრაკრანიული სისხლძარღვთა პათოლო­გიების არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა“.   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

გაგრძელება